საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90441

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევნები გაიმართა. ამ წელსვე დაამტკიცეს საზოგადოების ახალი წევრებიც. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებაში 9 მუდმივი წევრი იყო, ორი კი — საპატიო, მათ გარდა განყოფილებაში 120 წევრი ირიცხებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას მხოლოდ ერთი სკოლა ჰქონდა. ბიბლიოთეკაში სისტემატურად იმართებოდა ქართული წარმოდგენები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის წერილი, რომელშიც მადლობას უხდიდა ილია მირიანის ძე ჭყონიასა და გრიგოლ გურიელს, რომლებმაც დიდი ხარჯი გასწიეს და შეუცდომლად დაბეჭდეს „ქილილა და დამანა“.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაპატიმრებული სანდრო ცოფურაშვილი ზაქათლის ოლქის საპატიმროდან გამოქცევის შემდეგ სოფ. ოლღინის მახლობლად, მლაშე ტბასთან იმალებოდა. იგი დააპატიმრეს და მეტეხის საპატიმროში გაგზავნეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დაპატიმრებულმა სანდრო ცოფურაშვილმა აღიარა, რომ ზაქათალაში მოკლა კაცი და საპატიმროდან გამოქცეული იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 თებერვალს ნ. გაბარაშვილმა დააკავა ზაქათალის ოლქის საპატიმროდან გამოქცეული ნორიოელი სანდრო (ალექსი) ცოფურაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ლუცენკო იყო ტელეგრაფისტი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონი „ფშავლები“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის მაზრის დისტანციის უფროსი იყო ნ. გაბარაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლეო ქიაჩელის პიესის „სამი დედის შვილი“ კავკასიის სცენებზე დადგმის ნებართვა გასცეს.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ალექსი ავსაჯანაშვილმა, მიხეილ აიდაროვმა, გიორგი ამირიძემ, გიორგი აღნიაშვილმა, სოლომონ აროშიძემ, დავით აკოფოვმა, პავლე არჩვაძემ და იორდანე არჯინაშვილმა – საწევრო, 3 მანეთი, გადაიხადეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ კალისტრატე ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ მისი სახელი შეცდომით იყო შეტანილი სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გ. ურუშაძე ოზურგეთში მღვდელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ მიხეილ ერასტის ძე დარახველიძემ განაცხადა, რომ მისი სახელი შეცდომით იყო სახელმწიფო სათათბიროს წევრთა ამომრჩევლების სიაში.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 24 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე იყო.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს გრიგოლ ალექსანდრეს ძე რაზმაძე, მიხეილ თევდორეს ძე აიდაროვი, ზაქარია შალვას ძე ფიცხელაური, ზაქარია გრიგოლის ძე ლაგაზოვი, პეტრე მოსეს ძე ფრიდონოვი, ილია ზაქარიას ძე სხირტლაძე, გრიგოლ გიორგის ძე ნამგალაური და ისიდორე ზაქარიას ძე ელერდოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა – ლიდია ბურდულმა, გაბრიელ ბურდულმა, ივანე ბურდულმა, ივანე ბუთხუზმა, ნიკოლოზ ბალაშვილმა, იოსებ ბარახუსტმა და თევდორე ბუჩუკურმა – გადაიხადეს საწევრო, 3 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ სიმონ ქვარიანმა გამოაქვეყნა სტატია „ქართველი გლეხები და სოციალ დემოკრატიული პარტია“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ივლისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფილიპე მახარაძის სტატია „ისტორიული მატერიალიზმი“.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე და გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს დავით ზაქარიას ძე ელერდოვი, ნიკოლოზ სვიმონის ძე ბაშარული, ზაქარია სვიმონის ძე მესხიევი, ალექსი გიორგის ძე დიდებაშვილი, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, გიორგი ზაქარიას ძე სხირტლაძე, სპირიდონ პეტრეს ძე სხირტლაძე და ზაალ დავითის ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძის თანამოაზრეების მიერ დარიგებულ ბიულეტინებში ივლიანე ანჯაფარიძის სახელიც უნებართვოდ იყო მოხსენიებული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იასონ გაბილაიამ ლანჩხუთში ლექცია წაიკითხა.