რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლონდონში თაღლითობის ბრალდებით თვითმარქვია ექიმი მიხეილ ალავერდოვი დააპატიმრეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალციხის გუბერნატორმა მამასახლის მოვალეობის შემსრულებელ მოსესოვს ქალაქის საბჭოს არჩევნებში მონაწილეთა სიების დაზუსტება და წარდგენა მოსთხოვა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის ციხის რესტავრაცია გადაწყვიტა და მიმდინარე სამუშაოებზე ზედამხედველობა ანა ალექსანდრეს ასულ ამილახვარს დაავალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხელოსანთა ყოფილი მოურავის, კ. სერობიანცის მიერ გამართული მამასახლისთა არჩევნები კედლის მხატვარ ხელოსანთა ამქარმა თბილისის გუბერნატორთან გაასაჩივრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, დაბა ყვირილაში მიხეილ გაჩეჩილაძის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია გაიხსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე, დილის 11-დან საღამოს 8 საათამდე მიიღებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზუგდიდის მომრიგებელი მოსამართლის ყოფილი თანაშემწე ოსოვსკი ბათუმში იმავე თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: განათლება
1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების: ბართლომე ჩხარტიშვილის, მზრუნველ ბედია კომახიძისა და პედაგოგ აპოლონ წულაძის ერთობლივი სამადლობელი წერილი სოლომონ ქარცივაძისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი რვეული გადასცა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი კირილე ჯორბენაძისადმი, რომელმაც სკოლას ორმოცი ფანქარი, ამდენივე კალმისტარი და ერთი ბოთლი მელანი გადასცა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი ნიკო გელენიძისადმი, რომელმაც სკოლას თორმეტი რვეული და ორი სათლელი გადასცა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი იაკობ გოგებაშვილისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი ცალი „დედა-ენის“ სახელმძღანელო გადასცა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ოქტომბრის “ცნობის ფურცლის” მიხედვით, მიხეილ ბადრიშვილი სოფელ ფცის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონმა სოფელ ფცის სამრევლო სკოლას დროებითი სარგებლობისთვის სახლი დაუთმო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ლევან ამირეჯიბმა სოფელ ფცის სამრევლო სკოლას შეშის მარაგი და შენობის გასამართად საჭირო მასალა შესწირა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი გიორგი ნათაძე კავკავის ქართული ეკლესიის მღვდლად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ჩრდილოეთ კავკასიის ქართული სასულიერო სასწავლებლის პედაგოგ გ. ნ. ფხაკაძეს დაევალა კავკავის ქართულ მოსახლეობასთან საღვთისმეტყველო თემაზე საუბარი.

