რეგისტრირებული ფაქტები93591
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს თბილისის სასამართლო პალატამ განიხილა ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებ იულონ ფაჩულიასა და მელიტონ წულეისკირის საქმე, რომლებსაც ბრალდებოდათ ყაჩაღობა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს გენერალ-მაიორმა დოლუხანოვმა ბათუმის ქუჩის ნაწილი მიითვისა. შემოკავებული ადგილი დაათვალიერეს გამგეობის წევრმა ამბარცუმ ენფიანჯიანცმა და ქალაქის იურისკონსულტანტის თანაშემწემ. მომხდარი ფაქტის გამო გამგეობამ საჩივარი დაწერა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს საქართველოს საეგზარქოსოს საეკლესიო-სამრევლო სკოლების ოლქის ზედამხედველის თანამდებობა დაიკავა ბაქოს დეკანოზმა ალექსანდრე იუნიცკიმ.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა დიმიტრიევმა თანამდებობა დატოვა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
წყალტუბოს რაიონის სოფ. ოფურჩხეთის მცხოვრები თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1902 წელს დაიბადა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ავჭალაში გაჩნდა დიფტერია, მთავრობამ მაზრის ექიმი კლიაჩინი გაგზავნა ავადმყოფთა დასახმარებლად.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა აგრონომ კონსტანტინე გონიევს განჯის გუბერნიაში წასვლა და ამერიკული ვაზისათვის სანერგე ადგილის მოძებნა დაავალა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა კონსტანტინე ვასილის ძე იაკიმოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოს წევრი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა აგრონომ ტიმოფეევს დაავალა, ყურადღება მიექცია ართვინის მხარეში ზეთისხილის გაშენებისა და მრეწველობის განვითარებისთვის.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის გუბერნიის ინჟინრის თანამდებობაზე ბუტკევიჩის ნაცვლად დაინიშნა სერგეი ტატიშჩევი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დამსახურებული მასწავლებელი ვ. პ. ბაბანსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორად დაინიშნა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ექიმი ნ. მ. ასპიროვი თვალის, ცხვირის, ყურისა და ყელის სნეულებით დაავადებულთ იღებდა მიხეილის პროსპექტზე, ღარიბებს – უფასოდ.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წელს თბილისის მოქალაქეთა კრებაზე მოქალაქეთა მამასახლისმა ევგრაფი იგორის ძე ხოსროევმა გამგეობის საქმის მწარმოებელ ჯილაევს მექრთამე უწოდა, რის გამოც მან ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.

