საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90442

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრ ილია ნებიერიძეს დავალებული ჰქონდა არალეგალური ბროშურების (პროკლამაციების) დარიგება მთლიანად რკინიგზის სახელოსნოში.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ათისთავი ილია ნებიერიძე პარტიულ გადასახადს აგროვებდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ილია ნებიერიძემ რკინიგზის სახელოსნოს სამშენებლო განყოფილებაში გაიცნო სტეფანე ზაქრაძე, ზაქრო იოსების ძე ჩოდრიშვილი და გიორგი სტურუა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სახაზინო პალატის მოხელეებმა უფროსის, ი. ვ. ვერეტენიკოვის გამოთხოვების დროს გადაწყვიტეს, ფული შეეგროვებინათ და ვერეტენიკოს სახ. თბილისის კომერციულ სასწავლებელში სტიპენდია დაეარსებინათ. 16 თუმანი შეგროვდა და დაინიშნა ორი სტიპენდია. 1902 წელს ფული აღარ შეკრიბეს და სასწავლებლის ხელმძღვანელობამ სტიპენდია გააუქმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თედო კიკვაძემ თავისი კერძო სასწავლებელი ბათუმიდან ოზურგეთში გადაიტანა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თედო კიკვაძე თავის კერძო სასწავლებელში 8-12 წლის ბავშვებს ამზადებდა სხვადასხვა სასწავლებელში შესასვლელად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თედო კიკვაძე თავის კერძო სასწავლებელში დღისით 8-12 წლის ბავშვებს ამზადებდა სხვადასხვა სასწავლებელში შესასვლელად, ხოლო საღამოობით კი – მოზრდილ ახალგაზრდებს საშუალო სასწავლებლებისთვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თედო კიკვაძე ოზურგეთში ასწავლიდა მსურველებს ორკლასიანი სამინისტრო სკოლის მასწავლებლის ხარისხის მისაღებად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თედო კიკვაძე ასწავლიდა აფთიაქის მოსწავლეებს.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს თევდორე კიკვაძე იყო ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამავალი“ წევრი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ოზურგეთის ამხანაგობა „შუამავალი“, რომლის წევრი თევდორე კიკვაძეც იყო, უმთავრესად აბრეშუმის პარკის ყიდვა-გაყიდვას აწარმოებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამახანაგობის „შუამავალი“ გამგე ს. ჭეიშვილი ბოროტად სარგებლობდა თანამდებობით.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ს. ჭეიშვილი იყო ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის გამგე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამახანაგობის გამგე ს. ჭეიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამვალი“ წევრთა საზოგადო კრებამ თევდორე კიკვაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თევდორე კიკვაძე იყო ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის „შუამვალი“ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901-1902 წლებში ვანო კალანდაძე და ელისე ლომინაძე ბათუმის დემონსტრაციებში იღებდნენ მონაწილეობას.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 30 დეკემბერს სახალხო თეატრში გამართულ კონცერტზე კიტა აბაშიძემ წაკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს მისი ძმის – ოლივერ უორდროპის ქერჩში გადასვლას ატყობინებდა და ილიას ჯანმრთელობის გამოკეთების გამო დიდ სიხარულს გამოთქვამდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს სწერდა, რომ ქერჩში ქართველი თავადი ერისთავი გაიცნო, რომელიც მათთან ერთად „ლაუნ ტენნისს“(lawn tennis – გაზონის ტენისს) თამაშობდა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს ეკითხებოდა, ჟურნალი „Le Caucase illustre" თბილისში გამოიცემოდა თუ პარიზში.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში მარჯორი უორდროპი ოლღა გურამიშვილს თავისი ძმის, ოლივერ უორდროპის ქერჩში გადასვლას ატყობინებდა და ილიას ჯანმრთელობის გამოკეთების გამო დიდ სიხარულს გამოთქვამდა.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 12 ნოემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში მიაკითხეს ახალგაზრდა რევოლუციონერებმა, რკინიგზის ხელოსანმა მიხეილ ქეშელაშვილმა და ხარატმა გ. კიკვიძემ, რომლებსაც აინტერესებდათ გერმანული გამოცდილება ხელოსნობასა და სამეურნეო საკითხების შესახებ. ილია მათ ესაუბრა და რჩევები მისცა.