საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92206

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში ქალთა და ბავშვთა დაავადებებს მკურნალობდა ა. დუნაევა-რუდენკო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველმა კომიტეტმა მხატვარ გიორგი გაბაშვილს მიუნხენელ მოქანდაკეებთან დიმიტრი ყიფიანის ძეგლის გაკეთების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში შინაგან, ნერვულ და ბავშვთა დაავადებებს მკურნალობდა ა. პუგინოვი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის თებერვალში მიხა მებაღიშვილი მისმა შვილმა, რაჟდენ მებაღიშვილმა ჩამომხრჩვალი იპოვა. როგორც გაირკვა, იქამდე მიხა მებაღიშვილი უაქციზოდ არყის გამოხდაში გამოიჭირეს და აუკრძალეს. ვარაუდობდნენ, რომ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ლეონტი გოცირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის ექიმი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში შინაგან და ბავშვთა დაავადებებს მკურნალობდა ა. კარაპეტიანცი.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 28 თებერვალს თბილისში, მიხეილის ქუჩაზე, იყიდებოდა ზაქარია კოზმანიშვილის კახური ღვინოები.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 15 მარტს თბილისში უნდა ჩამოსულიყო კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ფრეზე.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 21 თებერვალს სიმონ კვაჭანტირაძეს მდინარე სუფსაში ურემი გადაუბრუნდა, იგი წყალმა გაიტაცა და გარდაიცვალა. მისი გვამი მეორე დღეს ერთი ვერსის მანძილზე გარიყული იპოვეს.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წელს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ასლან ავალიანის აზიურ მაღაზიაში იყიდებოდა იმერული, მეგრული, ლეკური შალები, თივთიკები, ქამარ-ხანჯალი.

1849

ტიპი: თანამდებობა

1846-1849 წლებში ტიტულოვანი მრჩეველი ალექსანდრე შიოს ძე თუმანოვი გორის მაზრაში აქციზის გადასახადის მეთვალყურედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ნიკოლოზ პეტრეს ძე ლისოვსკი გორის მაზრის პროკურორი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის ასისტენტი სულხან ევსევის ძე ბეგთაბეგოვი გორის მაზრაში ხაზინადრად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში ტიტულოვანი მრჩეველი ვასილ ივანეს ძე კალაშნიკოვი გორის მაზრის რწმუნებული იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გადამდგარი მაიორი გიორგი სიმონის ძე მეღვინეთუხუცესოვი გორის ქალაქისთავი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს არმიის იფიცერი ვლადიმერ ანდრეის ძე ბუხი გორის მაზრის სოფელ სურამის ზედამხედველად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გუბერნიის მდივანი იაკობ ალექსანდრეს ძე პავლენკო გორის მაზრის სოფელ ხიდისთავის ზედამხედველად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კოლეგიის მრჩეველი რევაზ ბაადურის ძე თარხა6-მოურავი გორის მაზრის მმართველის მდივნად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს შტაბს-კაპიტანი ალექსანდრე ლაზარეს ძე პანასენკო გორის მაზრის მმართველის დამხმარედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს არმიის პოდპოლკოვნიკი ზაქარია დიმიტრის ძე ჩოლოყაევი გორის მაზრის მმართველი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1847-1849 წლებში გადამდგარი ლეიტენანტი ალექსანდრე შამშეს ძე ერისთავი გორის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის მართა ჩიხლაძის გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს გ. დადიანი მომრიგებელ მოსამართლედ დანიშნეს. 

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს საავადმყოფოში სოხუმის ოლქში მცხოვრები, ჭლექით ავადმყოფი გ. გერზმა გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს გ. გერზმა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.