საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების თავმჯდომარე 44-ჯერ იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, 5-ჯერ – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და 1-ჯერ – სერგო იაშვილი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 10 თებერვალს სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: იასონ პეტრეს ძე კობახიძე, ელისაბედ კეთილაძე, ნადეჟდა დიმიტრის ასული კაჭარავა, გლახუა სიმონის ძე კობახიძე, სამსონ უტუს ძე კაკუბერი, პავლე დ. კაჭარავა, ნიკო გოგუა, მელიტონ კიღურაძე, იოსებ ლუკას ძე კიკნაძე, გიორგი სპირიდონის ძე კაჭარავა, სილიბისტრო დიმიტრის ძე კუჭავა, სევასტი ივანეს ძე კლდიაშვილი, ილია სოლომონის ძე კიკვაძე, ფილიპე მიხეილის ძე კიკვაძე, ანეტა სიკოს ასული კაკუბერი, მელიტონ ნიკოლოზის ძე ყურაშვილი, ალექსანდრა პავლეს ასული ყურაშვილი, ლავრენტი კალანდია, ვარლამ კიზირია და ვლადიმერ კინწურეიშვილი.

პირები
წყარო

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ალექსანდრე სუხიტაშვილი, ალექსანდრე ციციშვილი, სიმონ ალექსანდრეს ძე მაღრაძე, თამარ ნიკოლოზის ასული მაჩაბელი და მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: სვიმონ ბესარიონის ძე აბელაშვილი, სოლომონ გიორგის ძე არჩუაშვილი, დიმიტრი იაკობის ძე გაგუნაშვილი, სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანისა და მღვდელი იოანე დიმიტრის ძე აღნიაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი, ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილი და მღვდელი გიორგი ტატიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ნინო ლუკას ასული კიკვიძისა, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, მიხეილ ამონაშვილი და ვლადიმერ აგაფონის ძე სვიმონიშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, დავით ივანეს ძე ძაძამიძე, ონისიმე მკერვალიშვილი, მღვდელი დავით იოანეს ძე გიუნაშვილი, სვიმონ ანდრიას ძე პასკო და მღვდელი მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია: ანა იაგორის ასული ჩოლოყაშვილისა, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა, დავით პეტრიაშვილი, ესტატე მიხეილის ძე პაატაშვილი და თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: დიმიტრი სამსონის ძე თოფურია, იოსებ თენეიშვილი, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, პოლიკარპე იოსების ძე თოდუა, ნატალია დიმიტრის ასული თურქია, პლატონ თოფურიძე, ოლია შამშეს ასული თოფურიძე, გიორგი იორამის ძე თურქია, გიორგი თავართქილაძე, ლუკა თევზაია, ძუკუ შერვანის ძე თურქია, ლიპა თურქია, ილია ნიკოლოზის ძე თურქია, ევსევი თოფურია, ტიტე უტუს ძე თოლორაია, პროკლე თურქია, ეკატერინე თურქია და ელპიტე თოფურიძე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ოლღა ნიკიფორეს ასული ერქომაიშვილი, თეოდორა ალექსანდრეს ასული ერქომაიშვილი, ფილიპე დავითის ძე ერქომაიშვილი, მაქსიმე კოსტას ძე ესაკია, ივანე ფირანის ძე ეზაკელი, სოლომონ დავითის ძე ეფრემაშვილი, ვასილ ერქომაიშვილი, ვლადიმერ პახვას ძე ემუხვარი, ტერეზა ელიზბარის ასული ემუხვარი, აკაკი ესაკია, ლავრენტი ვასილის ძე ესვანჯია და პარასკევა სამსონის ასული ერქომაიშვილი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: თეკლე კონსტანტინეს ასული თურქია, გახუ პეტრეს ძე თურქია, ალექსი დავითის ძე თურქია, იასონ ნიკოს ძე თურქია, ბუძღუ მერაბის ასული თურქია, დიმიტრი ბურდღუს ძე თურქია, არხიპო საჩინოს ძე თოფურიძე, ნინო დავითის ასული თოფურიძე, ამბაკო თოფურიძე, გიგო ივანეს ძე თავაძე, მელიტონ თურქია, ანა სტეფანეს ასული თურქია, ტარასი სტეფანეს ძე თურქია, შამშე ქაიხოსროს ძე თოფურიძე, ნინო სოლომონის ასული თევზაია და პავლე თოდუა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მოახსენა, რომ სოფელ შილდის სამკითხველო 1900 წელს იყო გახსნილი წერა-კითხვის საზოგადოების სახელზე. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ზაქარია ჭავჭავაძე და მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა შუამდგომლობა თბილისის გუბერნატორთან 6 აგვისტოს სოფელ შილდაში სამკითხველოს სასარგებლოდ სეირნობის გამართვის თაობაზე. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ზაქარია ჭავჭავაძე და მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ თელავის წიგნის მაღაზია თავის დროზე მიაწვდიდა მთავარ გამგეობას ფასებს ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის იმ წიგნებისა, რომლებიც გაიყიდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის დავალიანების გაუქმება. ეს დავალიანება მაღაზიას ერიცხებოდა ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილის წიგნების შეძენის შემდგომ. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ იადვიგა ვილკევიჩი პირველ სექტემბრამდე აპირებდა ზარაფიშვილის სახლების საქმეზე მორიგებას, თუ არა, პირველ სექტემბერს სახლებს აუქციონზე გაიტანდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 13 სექტემბერს ვილკევიჩს ვალის სანაცვლოდ აუქციონზე უნდა გაეყიდა ილია ზარაფიშვილის სახლები. ზარაფიშვილის ანდერძის მიხედვით, ეს სახლები მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას უნდა გადასცემოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ აცნობა, რომ გარდაცვლილი ილია ზარაფიშვილის მეუღლე, სოფიო ზარაფიშვილი, ქმრის მევალე ვილკევიჩისგან მათთვის ნაანდერძევი სახლების გამოსყიდვას ცდილობდა. თელავის განყოფილება სახლების გამოსყიდვას მთავარ გამგეობას სთხოვდა, რადგან მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა 1913 წლის პირველი აგვისტოსთვის 1800 მანეთის გამოგზავნა. ამ თანხის შეტანა იყო საჭირო სტიპენდიატებისთვის სწავლის საფასურის გადასახდელად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: იპოლიტე ემუხვარი, ივანე ფირანის ძე ეზაკელი, ელენე ფილიპეს ასული ერქომაიშვილი, მელიტონ ესაკია, სილიბისტრო ვაშაკიძე, ივანე ვანიძე, ივანე ვადაჭკორია, სიმონ ვანიძე, ვასო ვანიძე, გუბა ზარქუა, ნესტორ ზოდელავა, თეკლე ზოდელავა, ალექსანდრე ზუხბაია, ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე, ზაქარია სიმონის ძე თურქია, ნინო ალექსანდრეს ასული თურქია და ბეგლარ პეტრეს ძე თურქია.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტის თანახმად, თელავის განყოფილების გამგეობა სთხოვდა თავადაზნაურობას დაახლოებით 5600 მანეთს მამულში ჩასატარებელი სამუშაოსთვის (სავარაუდოდ ამდენი დაჯდებოდა ეზოს შემოზღუდვა, კოშკის შეკეთება, ძველი სახლისა და მარნის მასალით სკოლის ახალი შენობის აშენება). განყოფილებას არ გააჩნდა არავითარი საშუალება იმისათვის, რომ თვითონ მოეწესრიგებინა მამული და თუ თავადაზნაურობაც ვერ დაეხმარებოდა მატერიალურად, ყველაფერი დარჩებოდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმ დროისთვის იყო. ეს კი მთელი ერის სირცხვილი იქნებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. განყოფილების აზრით, ყვარელში, სადაც ათას კომლამდე სახლობდა და მხოლოდ ერთი სამონასტრო სკოლა არსებობდა, მეტად მნიშვნელოვანი იყო ახალი სკოლის გახსნა. ამიტომ, ილიას მამულში უნდა დაეარსებინათ მისი სახელობის პირველი დაწყებითი სკოლა. ხუთოთახიანი ნაგებობის ასაშენებლად (ძველი სახლისა და მარნის მასალის გამოყენებით) დაახლოებით 3500 მანეთი იყო საჭირო. თუ სკოლის შენობა იქნებოდა, განყოფილება მოახერხებდა მის შენახვას თავისი ხარჯითა და ადგილობრივი საზოგადოების დახმარებით. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილი, რომლის შეკეთებაზე თელავის განყოფილებას უკვე ჰქონდა დახარჯული ოც თუმნამდე, ფუნქციონირებდა, თუმცა კიდევ მოითხოვდა შეკეთებას, განსაკუთრებით რუსხმული, საიდანაც გადმოსული წყალი მთელ ეზოს ტბორავდა. თელავის განყოფილება იმედოვნებდა, რომ წისქვილისა და რუსხმულის შეკეთებას თვითონვე მოახერხებდა წისქვილიდან შემოსული თანხებით. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მამულის მარანი ნანგრევებად ქცეულა. კედლები დაზიანებული ყოფილა. ნაგებობას არ გააჩნდა სახურავი. ამ ყველაფრის შეკეთება არანაკლებ ასი თუმნისა დაჯდებოდა, თუმცა იმაზეც ღირდა დაფიქრება, რამდენად საჭირო იყო საერთოდ ამ სათავსის დატოვება. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 11 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს გაუგზავნა მოხსენება, რომელიც ეხებოდა ილია ჭავჭავაძის სოფელ ყვარელში მდებარე მამულის მოწესრიგებას. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კოშკი, სადაც ილია დაბადებულა და სადაც იმ დროისთვის ბიბლიოთეკა-სამკითხველო განეთავსებინათ, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, ოღონდ შეკეთებას ისიც საჭიროებდა. კერძოდ, ნაგებობა უნდა გადაეხურათ ახალი რკინის სახურავით, სრულიად დამპალი, ხის კიბე, რომლითაც სარგებლობა საშიში იყო, შეეცვალათ ქვითკირის კიბით. ჭერი და იატაკი ალაგ-ალაგ შესაკეთებელი ყოფილა, ხის ნაწილები კი შესაღები. მთელი ჩასატარებელი სამუშაო დაახლოებით 910 მანეთი დაჯდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.