საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92192

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 19 ივნისს თბილისის ოლქის სასამართლოში განიხილეს ავჭალის ცხენის რკინიგზის კონცესიონერების ბ. ბ. ალიბეგოვისა და ყორღანოვის საქმე. ისინი ბელგიის უსახელო საზოგადოებას პირობის დარღვევისათვის უჩიოდნენ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს კავკასიის სავეტერინარო ნაწილის გამგე რემერი მთავარი სავეტერინარო სამმართველოს უფროსის თანაშემწედ დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს კავკასიის სავეტერინარო ნაწილის გამგის, რემერის თანაშემწე ზოლოტრევი კავკასიის სავეტერინარო ნაწილის გამგედ დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო სამრეწველო გამოფენის კომიტეტის კომისიის წევრებად აირჩიეს ქალაქისთავი გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი, დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი, კ. მ. ამირეჯიბი, დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილი, სერგო სტეფანეს ძე მელიქ-ბეგლაროვი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ქალაქის ინჟინერი ენფიჯიანცი იკვლევდა ავჭალის ახლომდებარე ახალ წყაროებს, რათა გაეგო, რა რაოდენობის წყლის მომატება შეიძლებოდა ავჭალის წყლის მილისთვის.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა კავკასიის სამხედრო შტაბის სამობილიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტი აფანასიევი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს თბილისიდან ერევანში დაბრუნდა ერევნის გუბერნატორი ტიზენჰაუზენი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის კომიტეტის კომისიის წევრებად აირჩიეს ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეი, ს. გულიშამბაროვი, მ. ა. შოსტაკოვი, მიხეილ პავლეს ძე ჰაკელი, ნ. რ. ზავადსკი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო სამრეწველო გამოფენის კომიტეტის კომისიის წევრებად აირჩიეს ტატარინოვი, ვლადიმერ დავითის ძე სტაროსელსკი, ადოლფ ქრისტიან როლოვი, ნ. ზ. ვერეშაგინი, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე შავროვი, გრიმი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მოქალაქეებმა გაზეთ „ცნობის ფურცელს" თხოვნით მიმართეს, დაებეჭდა ცნობა თბილისის მოქალაქეთა მოურავ ედიგარ ედიგაროვის შესახებ. თბილისის მოქალაქეთა საზოგადოების ერთმა ჯგუფმა კავკასიის მთავარმართებელს ედიგაროვის თანამდებობიდან გადაყენება სთხოვა, რადგან ის არც მოურავად იყო არჩეული, არც კანდიდატად, თანამდებობა უკანონოდ ეკავა და ბევრ მავნებლობას სჩადიოდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს კომისია, რომელსაც მინდობილი ჰქონდა სოლოლაკის გორის გეოლოგიური გამოკვლევა, ელოდა, რომ ინჟინრების – პეტრე ბრაილოვსკისა და ივანე ხატისოვისთვის სახარჯოდ 500 მანეთი მიეცათ.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულეს იასონ ბაქრაძემ, მიხეილ კობიაშვილმა, რეჯებ ნიჟარაძემ, დავით ფურცელაძემ და გ. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ალექსანდრე მდივანმა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 ივნისს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში გამართულ კავკასიის გამოფენის გამმართველი კომიტეტის სხდომაზე გამოფენის კომისარმა იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა ითხოვა, გამოფენის მოსაწყობად გადადებულიყო ხარჯთაღრიცხვის გარეშე დამატებითი ფული.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ოდესის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი დაასრულეს ვლ. კორძაიამ, სიმონ გურგენის ძე მდივანმა და სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილმა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო სამრეწველო გამოფენის კომიტეტის კომისიის წევრებად აირჩიეს პ. ი. წულუკიძე, ნ. ი. კოლობოვი, მეურნე ტუსკაევი, შტეინგელი, მეურნე ემიროვი, ა.პ. ბახმეტევი, ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქართულ თეატრში შეკრებილ 40-50-მდე ადამიანს ალექსანდრე ექვთიმეს ძე ნებიერიძემ გააცნო პროექტი, რა პირობებით უნდა შემდგარიყო შინაური ფრინველის მომშენებელი ამხანაგობა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამინისტროს კავკასიის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა თბილისის ქალაქის მოურავს შეატყობინა, რომ იგი თანაუგრძნობდა სოლოლაკის გვირაბის გაყვანის საქმეს, რომ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს თბილისის საყასბოების შეკეთების საქმე საჯარო ვაჭრობით დარჩა ჩიჯავაძეს, რომელმაც ყველაზე ნაკლები ფასი – 3250 მანეთი მოითხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ სხდომაზე კომისიამ, რომელსაც კავკასიის სამეურნეო სამრეწველო გამოფენისთვის ქალაქის პავილიონის აშენება ჰქონდა დავალებული, წარდგენილი პროექტები განიხილა და შეარჩია ტექნიკოს ახნაზაროვისა, რომელიც 200 მანეთით დააჯილდოვეს და პავილიონის აშენება მიანდეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის სახაზინო პალატის შტატგარეშე გუბერნიის მდივან ისარლიშვილს კოლეგიის მდივნის სტატუსი მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სენაკის მაზრის უფროსს, კაკაბაძეს კოლეგიის რეგისტრატორის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, თბილისის სასამართლო პალატის განჩინებით, პორუჩიკი ქავთარაძე სამტრედიის ნაწილის ბოქაულად ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულისათვის სამსახურიდან გაირიცხა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით გორის სამაზრო ხაზინის ბუღალტერს, კოლეგიის რეგისტრატორ თაქთაქიშვილს გუბერნიის მდივნის სტატუსი მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით თელავის მაზრის ხაზინის ბუღალტერ სიდამონოვსა და ანდრონიკაშვილს გუბერნიის მდივნის სტატუსი მიენიჭათ.