რეგისტრირებული ფაქტები90453
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქართველ მემამულეთა კომიტეტს პარიზში გამოფენისთვის უფასოდ დათმობოდა საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი და საზოგადოების ფოტოგანყოფილებიდან როინაშვილის ნაანდერძევი ფოტოკოლექცია „ჩვენი ცხოვრების სურათების“ 2-2 ცალი ფოტო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძისას დაევალა საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეობა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტის თაობაზე დაადგინა, ეთხოვათ საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას, ეკატერინე რამაზის ასული გაბაევისასა და ივანე ზურაბიშვილისთვის გაემართათ კონცერტები სალიტერატურო განყოფილებით დეკემბერში. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას სიტყვიერი მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტისთვის მზადების დაწყების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ნოემბერს აღნიშნეს საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის, იოანიკეს 50 წლის სადღესასწაულო იუბილე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კიევის მიტროპოლიტ იოანიკეს გაუგზავნა 50 წლის იუბილეს მისალოცი წერილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ელენე კონსტანტინეს ასული ჯინოშვილისას თხოვნა და გადაწყდა, გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკისთვის წიგნების საყიდლად 25 მანეთი გადაედოთ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებელ იოსებ ფორაქაშვილის თხოვნა სახლის ქირისა და დარაჯის ერთი წლის ხელფასის, 35 მან. მიცემის შესახებ და დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ვინაიდან დარაჯს 10 მან. მიღებული ჰქონდა, მისცეს 5 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, თბილისის გუბერნატორის, პოდპოლკოვნიკ ივანე სვეჩინისთვის ეცნობებინათ, რომ საზოგადოებას სოფელ შილდაში სურდა ფასიანი (და არა უფასო) სამკითხველოს გახსნა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა თბილისის გუბერნატორის, პოდპოლკოვნიკ ივანე სვეჩინის წერილი შილდაში სამკითხველოს დაარსების შესახებ. გადაწყდა, გუბერნატორისთვის ხელმეორედ ეთხოვათ იქ სამკითხველოს გახსნა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ მომგებიანი ბილეთების დასაზღვევად გაიცა 12 მან. 35 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და მხედველობაში მიიღო ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორ თომა მთავრიშვილის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად გადაყვანისა და მის ადგილას დროებით შემსრულებლად ამავე სკოლის მასწავლებელ არსენ წითლიძის დანიშვნის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი კრებისთვის გადადო საპატიო წევრის, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისას წინადადების – შობისთვის საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ – განხილვა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების საპატიო წევრის, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისასთვის ბაზრის გასამართად 200 მანეთი მიეცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო გამგეობის წევრის, ივანე ზურაბიშვილის მოხსენების განხილვა საზოგადოების სამკითხველოებისათვის საანგარიშო ფორმის შემოღების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა, რომ მაქსიმე შარაძისთვის მიეცათ ია კარგარეთელის „ხალხური სიმღერების“ ასაწყობად, დასაბეჭდად და ყდაში ჩასასმელად 213 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 345 მან. 69 კაპ. ოდენობით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლის მიხედვით, გაიცა თბილისის I სახალხო ბიბლიოთეკის ოქტომბრის ქირა – 32 მან. 50 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლის მიხედვითაც გაიცა მუზეუმისა და წიგნსაცავის ოქტომბრის ქირა – 65 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა კანცელარიის ოქტომბრის ქირა – 16 მან. 25 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა წიგნის მაღაზიისა და საწყობის ოქტომბრის თვის ქირა 36 მან. 20 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გაიცა ფოტოსახელოსნოსთვის დაქირავებული სახლის ოქტომბრის თვის ქირა – 83 მან. 34 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, ბეგოიძისთვის 10 მანეთის მიცემის შესახებ.

