საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 2 ივლისს „ცნობის ფურცელში“ ივანე სოლომონის ძე მჭედლიძე ნათესავებსა და ოჯახის ახლობლებს თამარ ქართველიშვილის გარდაცვალების შესახებ ატყობინებდა, რომლის სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში შედგებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ შ. ფრონელის ფსევდონიმით ზაქარია ედილაშვილის წერილი „ნათარგმნი წიგნების შესახებ“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში გიორგი ჟურულმა დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრებს მოუწოდა, რომ თეატრის შენობა და საქმის წარმოება საკუთარი მმართველობისთვის დაექვემდებარებინათ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში ნიკოლოზ ხიზანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში ნიკოლოზ თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის დროებით თავმჯდომარედ აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში გუდაუთის მცხოვრებთა შორის ცოფის ვირუსი გავრცელდა. თბილისში გადაყვანილი ავადმყოფები განკურნა ექიმმა ყირიმ ბერიძემ, რომელმაც გასამრჯელო მხოლოდ იმ პაციენტებისგან აიღო, რომელთაც გადახდის საშუალება ჰქონდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში ივანე ჯაბადარმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 10.35 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო — 12 მანეთი გადაიხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ივლისში სოლომონ ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1.12 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის ივლისში აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრები, მათ შორის იყო ვასილ მანსვეტაშვილი.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის ივლისში გ. თურქესტანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის ივლისის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ შორეული აღმოსავლეთიდან მამია ორახელაშვილის წერილი და შემოწირული თანხა მიიღო.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის ივლისში არტემ გოგინოვს ზემო ქართლის სოფელ ცერონისში დუქანი ჰქონდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა მარელისში მომხდარი მკვლელობის საქმე. გლახუა მაღრაძე და სოლომონ გვერდწითელი პართენ მაღრაძის ოჯახის წევრების მკვლელობაში დაადანაშაულეს. მკვლელობის მიზეზი ქონებრივი დავა იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ მარელისში პართენ მაღრაძის, მისი მეუღლის, ნინო მაღრაძისა და ორი თვის შვილის მკვლელობის საქმე განიხილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ ივლისს თბილისში, ნოკოლოზის მოედანზე, ამბარცუმ ენფიაჯიანცის სახლში, ლაზარე ნიკოლოზის ძე გულავამ სასტუმრო „საქსონია“ გახსნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელ ივლისს ელექტრო-ტექნიკოსი ვ. ა. პოჟიდაევი თბილისის სატელეფონო ქსელის სამუშაოთა მწარმოებლად დაინიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელ ივლისს ელექტრო-ტექნიკოსი კ. პ. ჩინოი თბილისის სატელეფონო ქსელის მმართველად დაინიშნა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 1-ელ ივლისს სახალხო სკოლების ინსპექტორმა პავლე ივანეს ძე სავიჩმა დააკმაყოფილა სოფელ აკეთის მამასახლისის, პ. თოხაძის თხოვნა ადგილობრივი ქალთა სკოლისთვის მესამე მასწავლებლის გამოყოფის თაობაზე.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 30 ივნისს სამრევლო სკოლების ზედამხედველმა ნ. გ. ტატიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია ღვთისმსახურების სწავლების შესახებ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 30 ივნისს, დილის 5 საათზე, ქუთაისიდან ერთი ვერსის მოშორებით, სამხედრო სასამართლოს მიერ სიკვდილმისჯილი მალხაზ ძოგაშვილი და საბა თედეშვილი ჩამოახრჩეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ივნისს დუშეთის მაზრის ჩაფართა რაზმის უფროსმა აბესალომ ფაღავამ ყოფილი ჯარისკაცებისგან შემდგარი მძარცველთა ბანდის თავკაცი, ხაჩირაშვილი შეიპყრო.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი თამარ სოლომონის ასული ქართველიშვილი გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ივნისს სოფელ ნიკორწმინდაში რაჭის მაზრის ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ მოყვარულმა მსახიობებმა ვალერიან გუნიას „არც აქეთ, არც იქით“, გიორგი ერისთავის „დავა“ და მიხეილ ლერმონტოვის „ორი ძმა“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ივნისს სოფელ კავთში თელავის მაზრის უფროსმა განსევიჩმა ადგილობრივები შეკრიბა და განუცხადა, რომ ამიერიდან ახალი მამასახლისის, გიგლო სიდამონოვისა და მისი ოთხი ჩაფრის ჯამაგირი, წლიურად 132 თუმანი, სოფლელებს თავად უნდა გადაეხადათ, რამაც გლეხების გულისწყრომა გამოიწვია.