რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 6 დეკემბერს სოფ. ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მის იქ ყოფნაში (1881 წლის მარტიდან) ერთხელაც არ მიუღიათ. მისი აზრით, შესაძლოა, მისი წინა მოადგილეების დროს მიიღეს წიგნები, რომლებიც ახლაც ჰქონდა სკოლას და იყენებდნენ მოსწავლეებისთვის.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლის 20 აპრილს მიიღეს სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები, სულ 52 ეგზემპლარი, მაგრამ არ მიუღიათ ცნობა, ვისგან და რა მიზნით იყო გამოგზავნილი.
1881
ტიპი: ავტორობა
მასწავლებელ სერგი კალანდაძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის სოფელ ბასილეთის სკოლის 85 მოსწავლე ქალ-ვაჟიდან 23 ღარიბი იყო, რომელთაც მშობლები ვერ აკმაყოფილებდნენ სასწავლო ნივთებით. ამის გამო ბავშვებსაც სწავლაზე გული უცრუვდებოდათ და სწავლის ნორმალურ მსვლელობასაც დაბრკოლებას უქმნიდა, რადგან გაკვეთილების დროს ერთმანეთში გახშირებული ნივთების თხოვნა იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ ბასილეთის სკოლის მასწავლებელმა სერგი კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეებისთვის ძალიან საჭირო წიგნები იყო: 20 ეგზემპლარი გ. კალანდარიშვილის „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“, 13 ც. „დედაენა“, 5 ც. „ბუნების კარი“, 17 ც. სოკოლოვის „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“, 5 ც. „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, 6 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი. ასევე სასწავლებელი ძალიან საჭიროებდა გლობუსს, რომლის შესაძენადაც სახსრები არ ჰქონდათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ ქვატანის (აბაშა) სკოლის მასწავლებელ ლეონტი ჯაშს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ელ დეკემბერს სოფ. ბუგეულის მასწავლებელმა მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს სახელმძღვანელო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მხოლოდ ერთხელ მიიღო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ლეონტი ჯაში მუშაობდა მასწავლებლად სენაკის მაზრის (ახლ. აბაშის რაიონი) სოფელ ქვატანის სკოლაში.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წლის 10 თებერვალს მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: ბესარიონ ლევანის ძე ფანცულაია, ნესტორ ფაჩულია, იოსებ ლევანის ძე ფარცვანია, ლუკა ივანეს ძე ფუტკარაძე, ილარიონ ივანეს ძე ფანცულაია, იოსებ ლევანის ძე ფირცხალავა, ნიკო სიმონის ძე ფილია, ლუბა ივანეს ასული ფილია, სილიბისტრო ფაჩულია, ფეოდოსია ფოჩხუა, იოსებ სიმონის ძე ფარულავა, შალვა ფანცულაია და პორფირე ფარულავა.