საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80266

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლის პედაგოგ ნინო უშვერიძის წლიური ანაზღაურება 720 მანეთი იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლის მასწავლებელ ნინო უშვერიძეს განათლება ქუთაისის საეპარქიო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული, რომლის დასრულების შემდეგაც 3 წელი სამინისტროს ტოლების სკოლაში ასწავლიდა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, მასწავლებელ ნინო უშვერიძეს განათლება ქუთაისის საეპარქიო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლა დაარსდა. სკოლა და მასწავლებლის, ნინო უშვერიძის, ბინა ნაქირავებ შენობაში იყო მოთავსებული.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის თებერვალში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის ჭრა-კერვის სკოლის (სადაც 2 ჯგუფად მეცადინეობდა 30 მოსწავლე) მასწავლებელმა ეკატერინე მარკოზაშვილმა მუშაობას თავი დაანება, მის შემცვლელად ნინო კობახიძე დაინიშნა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გასაღრმავებლად ექსკურსიებს, სხვადასხვა მწერლის დილა-საღამოებსა (შიო მღვიმელის დილა, აკაკის საღამო) და წარმოდგენებს აწყობდნენ მასწავლებლები: მარიამ დავითის ასული ფურცელაძე, გიორგი ბიჭიას ძე მიქაბერიძე, სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი, გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე, ელენე ივანეს ასული ციცქიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძე, პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილი, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ეკატერინე მიხეილის ასული ერისთავისა, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: განათლება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლაში (გამგე გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე) 196 მოსწავლე სწავლობდა, წლის განმავლობაში სკოლა 7-მა მოსწავლემ დატოვა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლა დაარსდა. სკოლა საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული და 4 განყოფილებისგან შედგებოდა. 1916 წელს სკოლის გამგე იყო გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლაში (გამგე გიორგი ბიჭიას (ივანეს) ძე მიქაბერიძე) სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყო და 20 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სულ 172 სასწავლო დღე იყო.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა 14 განყოფილება: ბათუმში, ბაქოში, ბორჯომში, თელავში, კავკავში, სენაკში, სამურზაყანოში, ხონში, ქუთაისში, ფოთში, ცხინვალში, ჭიათურაში, თბილისსა და ვეჯინში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საერთო კრება ჩაითვლებოდა შედგენილად, თუ მას დაესწრებოდა რწმუნებულთა ერთი მეოთხედი ან 50 წევრი მაინც. თუ პირველად დანიშნული რწმუნებულთა კრება არ შედგებოდა ამ რაოდენობის დაუსწრებლობის გამო, უნდა დაენიშნათ მეორედ. ეს კრება დამსწრე რწმუნებულთა რაოდენობის მიუხედავად შედგენილად ჩაითვლებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამაარსებლებმა ომის დაწყების შემდეგ ბაქოსა და სოხუმში დაზარალებულთა და დევნილთა შვილებისთვის სკოლებთან ახლოს თავშესაფრები გახსნეს, რაშიც მთავრობა დაეხმარათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამაარსებლები ქართული ენის მასწავლებლებს საკუთარი ხარჯით გზავნიდნენ: ვერის, სოფიის, კუკიის, ავლაბრისა და სამურზაყანოს სკოლებში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების ბაქოს, ბათუმის, სოხუმის, გუდაუთის, კავკავის, არმავირის, ნუკრიანისა და თელავის განყოფილებები სკოლებს საკუთარი ხარჯით ინახავდნენ, დანარჩენებს კი საზოგადოების მთავარი გამგეობა აფინანსებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქართული სკოლისთვის 800 მანეთი ჰქონდა ბანკში, ხოლო ხაზინადარ ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძეს კი – 189 მანეთი და 71 კაპიკი ჰქონდა, სულ – 989 მანეთი და 71 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1907 წლამდე საზოგადოებას მხოლოდ 10 სკოლა ჰქონდა, აქედან საკუთარი ხარჯით 7-ს ინახავდა. მათ რიცხვს 1918 წლამდე 17 სკოლა დაემატა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელთა მიზანი რუსეთსა და საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის ფონდების დაარსება, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოწყობა და საზოგადოების ფინანსურ გაძლიერებაზე ზრუნვა იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელთა მიზანი იყო: სახალხო პირველდაწყებითი სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების მოწყობა, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გამოცემა, საკუთრ წიგნთა საწყობების ორგანიზება, ეროვნული მუზეუმისთვის ძველი ხელნაწერებისა და ისტორიულ-არქეოლოგიური საბუთების შეკრება.

1913

ტიპი: სტატუსი

კავკავის ქართველ ქალთა წრე (თავმჯდომარე – სოფიო კალანდარაშვილისა) მადლობას უხდის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიული სკოლისთვის თბილისიდან მოწვეულ პედაგოგს – სოფიო გიორგის ასულ ჩიტაძეს, რომლის ჯამაგირი თავიდან თვეში 40 მანეთი იყო, მაგრამ სკოლის ნივთიერი გაჭირვება რომ ნახა, მასწავლებელი მეორე წლიდან 30 მანეთს დათანხმდა (მაშინ როცა, პირიქით – ანაზღაურების მომატებას იმსახურებდა). შესაბამისად, ს. ჩიტაძის ხელფასი 1911 წელს 480 მანეთი იყო, ხოლო 1912 წელს – 360 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

კავკავის ქართველ ქალთა წრის თავმჯდომარის სოფიო დავითის ასული კალანდარაშვილის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიულ სკოლაში 1912 წელს 19 ქალი სწავლობდა, 1913 წელს – 30, იყვნენ სხვა მსურველებიც, რაც სახელოსნო სკოლის პოპულარობის ზრდაზე მეტყველებდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიულ სკოლაში 17 ქალი სწავლობდა, აქედან მხოლოდ 2 იხდიდა სწავლის ქირას, 6 კურსდამთავრებულთაგან ერთ-ერთი – მართა კედელაძე – სკოლაში დარჩა ხელოსანი ქალის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად, რაშიც თვეში თუმანს იღებდა. სკოლის ანგარიშს ხელს აწერს ქალთა წრის თავმჯდომარე სოფიო დავითის ასული კალანდარაშვილისა და ანგარიშის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.