საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80266

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყო და 30 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე სულ 189 სასწავლო დღე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წლის დასასრულს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) 96 ბავშვი იყო, 55 – I განყოფილებაში, 28 – II-ში და 13 – III-ში. შემდეგ განყოფილებებში გადავიდა I-დან – 48 მოსწავლე, II-დან – 23 და III-დან – 9-მ სწავლა დაასრულა, დარჩა I-ში – 7, II-ში – 5 და III-ში – 2 მოსწავლე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) 105 ბავშვი გამოცხადდა, მათგან 58 ახალი, ხოლო 47 ძველი მოსწავლე, II და III განყოფილებაში. წლის განმავლობაში სკოლა 9 მოსწავლემ (3-მა 1-ლი კლასიდან და 6-მა მე-2-დან) დატოვა და სამინისტრო სკოლაში გადავიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1881 წელს ალექსანდრე II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დიდი ხნით შეჩერდა კულტურული ცხოვრების მსვლელობა, რადგან ადგილობრივი მთავრობა აქტიურად შეუდგა გარუსების პოლიტიკის გატარებას.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მიხეილ ზაქარიას ძე კანდაუროვი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს რაჟდენ გვერდწითელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს მეფისნაცვალმა დიმიტრი სტაროსელსკიმ სასწავლო გეგმა დაამტკიცა, რის შედეგადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებულ პირველდაწყებით სკოლებში (პირველ განყოფილებაში) ქართულ ენაზე სწავლება ნებადართული გახდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის მასწავლებლებს ნინო ივანეს ასულ ლაშხაურს და ანა ნიკოლოზის ასულ ჯაჯანიძეს თვიური ანაზღაურება 4 თუმანი გაუხდათ, მანამდე მათი ხელფასი თვეში 3 თუმანი იყო. ნინო მიხეილის ასულ გოგნიაშვილს კი ხელფასი თვეში 4 თუმნის ნაცვლად 54 მანეთით შეეცვალა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში ასწავლიდა, მანამდე კი ერთი წელი ყვარლის სამინისტრო სკოლის მასწავლებელი იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ანა ნიკოლოზის ასულ ჯაჯანიძეს თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი ჰქონდა დასრულებული.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის მასწავლებელს, ნინო მიხეილის ასულ გოგნიაშვილს, ამ სკოლაში მუშაობის 6 წლის გამოცდილება ჰქონდა. მანამდე ის ასწავლიდა სამინისტროს სკოლაში, შემდეგ 4 წელი თელავის ქალთა სასწავლებელში, 2 წელი საკუთარი სკოლა ჰქონდა და ბოლოს ერთი წელი თბილისის მასწავლებელთა საზოგადოების სკოლაში იყო პედაგოგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოება 1879 წელს გენერალ სტაროსელსკის დახმარებით დაარსდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე 1919 წლის გამგეობის მოქმედების ანგარიში დაამტკიცეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების დადგენილებით გამგეობას იმ განყოფილებების ლიკვიდაცია დაევალა, რომლებიც აღარ მოქმედებდნენ და განახლების იმედიც ნაკლები იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე გამგეობას თავის მიერ შეძენილი რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონების გამოსაცემად მომზადება დაევალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე უშანგი ელიავამ აღნიშნა, რომ წლიურ ანგარიშში საზოგადოების წლიური მოგება უნდა ყოფილიყო ნაჩვენები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დიმიტრი დუმბაძემ აღნიშნა, რომ გამგეობას წლის განმავლობაში მეტი წიგნის გამოცემა შეეძლო. მან ასევე განაცხადა, რომ გამგეობას სარევიზიო კომისიის დაუკითხავად გამგეობის წევრების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის უფლება არ ჰქონდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ ბიბლიოთეკას, რომელიც ერობისთვის არ გადაუციათ, საზოგადოება აძლევდა დახმარებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის დაწყებითი სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1919 წლის იანვრიდან გამგეობამ ბათუმის სკოლის შესანახად ყოველთვიურად 3000 მანეთი გადადო, მაგრამ ეს თანხა არ დასჭირდათ, რადგან ადგილობრივმა განყოფილებამ თვითონ მოიპოვა სკოლის შესანახი თანხა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი ნოემბრიდან ვლადიმერ ბოჟოვსკი თბილისის რუსული საოსტატო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის, ანატომიისა და ჰიგიენის მასწავლებლად დაინიშნა.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, ნინო მიხეილის ასულ გოგნიაშვილს დასრულებული ჰქონდა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი და თბილისის ქალთა გიმნაზიაში პედაგოგიური კურსები.