რეგისტრირებული ფაქტები90458
სორტირება თარიღი კლებადობით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველის თანაშემწედ აირჩიეს ადგილობრივი მასწავლებელი ანდრია ანტონის ძე შუბლაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის სექტემბერში სოფელ ჯიხაიშის ახლად გახსნილ ბიბლიოთეკის მმართველად აირჩიეს ადგილობრივი აფთიაქარი ბესარიონ ნიკოლოზის ძე ჩომახიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის სექტემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე საქართველოში სტუმრად მყოფ ფრანგ მოგზაურთა და ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად სახალხო სკოლების დირექტორისთვის უნდა წარედგინათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე რატიშვილის მოხსენება ხელთუბნის სკოლის შესახებ და დაადგინეს, მოხსენება დასკვნების გასაკეთებლად სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის შესახებ და დაადგინა, რომ მოხსენება დასკვნის წარსადგენად სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 30 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1129. 65 მანეთი, ხარჯი – 1658. 77 მან. 30 აგვისტოსთვის საზოგადოებას ჰქონდა 17248. 54 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გიორგი იოსელიანი და დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პეტრე კოპლატაძის, ივანე გიუნაშვილის, ვასილ ქელბაქიანის, აბელ ციცქიშვილის, იოსებ ფირაქოვისა და გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიას მოთხოვნა მასწავლებლობაზე გომარეთის სკოლაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფოტოსახელოსნოს მოხელე ეკატერინე ივანეს ასული გძელიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილს ფოტოსახელოსნოს მდგომარეობის გარკვევა დაევალა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლეჩხუმის მაზრის სამრევლო სკოლების ზედამხედველის თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების: „დედა ენის“, „ბუნების კარისა“ და „რუსკოე სლოვოს“ უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ 100 „დედა ენის“ და ამდენივე რვეულის გაგზავნა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დააკმაყოფილა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა სკოლის გამგედ პართენ გოთუას დანიშვნის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებულს წინასიტყვაობა არ სჭირდებოდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა დავით ავალიანის თხოვნა წიგნების შეღავათიან ფასში მიცემის თაობაზე. გამგეობამ საზოგადოების გამოცემების 20 %-იანი ფასდაკლებით მიცემა გადაწყვიტა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარედგინა ია კარგარეთელის წინასიტყვაობა რუსულ ენაზე, რომელიც უნდა გადათარგმნილიყო და დართვოდა მის მიერ შედგენილ და ნოტებზე ჩაწერილ ქართულ სახალხო სიმღერების კრებულს. კრებული იბეჭდებოდა საზოგადოების ხარჯით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, სკოლაში მარიამ გვარამაძის ნაცვლად სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებულის მიწვევის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, კანდიდადატი სკოლის გამგეს, ტიტე კახიძეს უნდა შეერჩია.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ალექსანდრე მიქაბერიძემ წაიკითხა მოხსენება ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის ორი ბიძაშვილის სწავლის საფასურის თანხის გაზრდის შესახებ. ისინი სწავლობდნენ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში და წინა წელს გამგეობა საფასურს ფოტოსახელოსნოს ხარჯით უხდიდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე კილაძის თხოვნა საზოგადოების წიგნების შეღავათიან ფასად მიცემის თაობაზე. გამგეობამ საქმისმწარმოებელს დაავალა, მომდევნო სხდიმაზე წარმოედგინა მოთხოვნილი წიგნების ღირებულება.

