საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92182

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის პირველ ივნისს თამარ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სიო ჭანტურიშვილი, აპოლონ ჩაჩავა და გრიგოლ ქებაძე სარევიზიო კომისიის კანდიდატებად აირჩიეს.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სახელმწიფო მრჩეველი პავლე გაბრიელის ძე შასტლივცევი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის ვიცე-დირექტორად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სახელმწიფო მრჩეველი სტეფანე ვასილის ძე საფონოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის დირექტორად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ლეიტენანტი მიხეილ პავლეს ძე ხრეშატიცკი კავკასიის გუბერნიაში მთის ინჟინერთა კორპუსის თანამშრომელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს კაპიტანი ემილ მაქსიმეს ძე რინკე კავკასიის გუბერნიაში მთის ინჟინერთა კორპუსის თანამშრომელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პოდპოლკოვნიკი ივანე თეოდორეს ძე კომაროვი კავკასიის გუბერნიაში მთის ინჟნერთა კორპუსის თანამშრომელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს უმცროსი მრჩეველი იური თეოდორეს ძე ახვერდოვი კავკასიის გუბერნიაში გამშვები პუნქტის საკარანტინო ზონის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პოდპოლკოვნიკი იოსებ გაბრიელის ძე გოლაძე კავკასიის გუბერნიაში გამშვები პუნქტის საკარანტინო ზონის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელედ მუშაობდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული ბათუმის გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ იაკობ მანსვეტაშვილმა ბაქოს განყოფილებაში საზოგადოების სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საძირკველი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ მაჭავარიანი და გრიგოლ ყაზახაშვილი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე ვლადიმერ ახობაძე გამგეობის მდივნად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ ივნისს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების კრებას საზოგადოების 70-მდე წევრი დაესწრო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბიქტორ კედიას ზუგდიდის სამაზრო საკრებულოში ყალბი საბუთების შედგენისთვის ორ წელიწად-ნახევრით გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ცაბაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ირაკლი ირაკლის ძე ჭავჭავაძე ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში მ. არსენიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლა მოსწავლეებში ქართული ეროვნული ინტერესების განმტკიცებას ხუთი წლის მანძილზე ემსახურებოდა.