რეგისტრირებული ფაქტები93598
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ივნისს კავკასიის მთავარმართებლის თანამდებობის აღმასრულებელი ალექსანდრე ფრეზე კოჯორში წავიდა.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 25 ივნისს ონში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ოზურგეთის მაზრის ყოფილი გამგებლის, კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაიას საქმე განიხილა. სესიას თავმჯდომარეობდა ვრასკი, ბრალმდებელი პეტრე ნიკოლოზის ძე ივანოვი იყო, ბრალდებულის დამცველი კი ქუთაისის ოლქის სასამართლოს ნაფიცი ვექილი, მელქისედეკ გრიგოლის ძე ფაღავა. საქმეზე დაბარებული იყო 108 მოწმე, რომელთაგან 15 არ გამოცხადდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძე ნაძალადევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო და მის ფონდში ოქროს თუმანი შეიტანა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 21 ივნისს გამართულ სხდომაზე ქალაქის სასწავლებელთა გამგე კომისიამ პუშკინის მეორე საქალაქო სკოლის გამგედ ბარბარე კაპანაკოვი აირჩია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 24-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოსე კალანდარიშვილის ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს წევრად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 24-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, დავით კარიჭაშვილი და სხვები.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 19 ივნისამდე ივანე მაისურაძე ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის წევრობის კანდიდატი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე დიმიტრის ძე მაისურაძე ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის კანდიდატად წარადგინეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის წევრობის კანდიდატად ივანე დიმიტრის ძე მაისურაძის წარდგენა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს ახალი გამოცემის „დედა ენის“ გაყიდული თანხიდან 1000 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ხარაზოვს ფოტოგრაფიისთვის დათმობილი ბინის ნახევარი წლის ქირა (1000 მანეთი) გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ალექსანდრა ხახიშვილს 30 თუმნით დაეხმარა. თანხა საზოგადოების მიერ მოულოდნელი ხარჯებისთვის გადადებული ფულიდან გამოიყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ვლადიკავკაზის სკოლის მასწავლებელმა ალექსანდრა ხახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მატერიალური დახმარება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 24-ე სხდომას დაესწრნენ: იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონდა 22510.32 მანეთი. ხარჯთაღრიცხვას ხელი ნიკოლოზ ცხვედაძემ მოაწერა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვლას ავეტისის ძე სიმონიანცი დაიბადა 1901 წლის 17 ივნისს ქ. პიატიგორსკში.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ბოგდან ალექსანდრეს ძე პირადიანცი დაიბადა 1901 წლის 16 ივნისს ქ. თბილისში.

