საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80261

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, აცნობა, რომ კავკავის განყოფილება 7 ივნისს ადგილობრივ ქართველთა საერთო კრებით გაიხსნებოდა და საქმიანობას შეუდგებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, მთავარ გამგეობას აცნობა, რომ საჭიროდ მიაჩნდა განყოფილებაში ყველა დარგის ხელოსანთა და მოვაჭრეთა წარმომადგენლების შეყვანა. ეს ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ქართველების დაახლოებას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ტიტე კახიძეს შეატყობინა, რომ 24 აგვისტოს დადგენილება კავკავის ფილიალის დაარსების შესახებ ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის შესაბამისად არ იყო შედგენილი და კანონიერად ვერ ჩაითვლებოდა. საჭირო იყო კრების ახალი განჩინება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი ქართული სკოლის დირექციას გაუმწვავდა დამოკიდებულება თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორ ბელიაევთან, რომელმაც რევიზიის დროს სკოლის პროგრამების შეცვლა მოითხოვა. კავკავის განყოფილებამ საჭიროდ ჩათვალა ამ საქმეში მთავარი გამგეობის ჩარევა და მისი მითითებების მიხედვით მოქმედება.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ საზოგადო მწუხარებაში: ადგილობრივ ქართველებთან ერთად ბესლანის სადგურზე შეეგებნენ ცხედარს და გვირგვინით შეამკეს კუბო. გამგეობის თავმჯდომარემ, შვილევმა, კუბოს ძვირფასი საფენი გადააფარა (ხელს აწერენ: დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: გარდაცვალება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების 1912 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამგეობამ მონაწილეობა მიიღო იმ საზოგადო მწუხარებაში, რომელიც ეწია საქართველოს იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალების გამო და გადაიხადა პანაშვიდი (ხელს აწერენ: დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომლის დროებითი თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ფონდს გასაძლიერებლად 50 მანეთი გაუგზავნა თბილისში და დაადგინა, რომ ფონდისთვის ყოველწლიურად 25 მანეთი ეგზავნა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავნა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ხუთი ფურცელი, რომელთა საერთო ღირებულება 1 800 მანეთი იყო. ამ თანხიდან, რომელიც სოფიო ვახვახიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა, 60 მანეთი ყოველწლიურად თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში ერთი ღარიბი ქართველი ქალის აღსაზრდელად უნდა გადაედოთ, დანარჩენი კი საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლას მოხმარდებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ აცნობა, რომ მალე წარუდგენდა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავნა ნინო მონადირაშვილის დაბადების მოწმობა, სამოსწავლო და სწავლის დამთავრების ატესტატები.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ ნინო მონადირაშვილის მასწავლებლად დამტკიცების თაობაზე თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორთან შუამდგომლობა სთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ ნინო გიორგის ასულ მონადირაშვილის მათი სკოლის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორს გაუგზავნა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის თბილისის მეოთხე გიმნაზიის მერვე დამატებითი კლასის დამთავრების ატესტატი (საბუთი №232) და კეთილსაიმედოობის მოწმობა (საბუთი №10 060).

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორს კერძო მასწავლებლის, ნინო გიორგის ასულ მონადირაშვილის საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მათ მიერ გაგზავნილი 1 800 მანეთის სახელმწიფო ბანკში შენახვა სთხოვა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა დაედასტურებინა, რომ თელაველებმა 1 800 მანეთი სახელმწიფო ბანკში შეინახეს. თელავის განყოფილებას სურდა, ეს თანხა მთავარ გამგეობას ყოველწლიურ ანგარიშში აღენიშნა. წერილს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, ნიკოლოზ იაგორის ძე ზაგაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე ხეთაგუროვი, იაგორ ნიკოლოზის ზე ქუმსიევი, ალექსანდრე ივანეს ძე გულბათოვი, ივანე პავლეს ძე მრევლოვი და ალექსანდრე აბრამის ძე ოქროპირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის ინიციატივით მოწვეულმა კრებამ (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – პედაგოგი ნიკოლოზ ყაზბეგი) მიიღო 5-პუნქტიანი დადგენილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის ფილიალის დაარსების თაობაზე და აირჩია გამგეობა: თავმჯდომარე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, წევრები – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ალექსანდრე არტემის ძე მიქელაძე, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე. განყოფილების ნამდვილ წევრად ჩაეწერა 33 პირი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავრა 1912 წლის გამგეობის მუშაობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, განყოფილებას 1912 წელს ჰქონდა ერთი სკოლა. ოქმს ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ილია გორდეზიანი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილისა, ნიკიფორე ევსევის ძე მამინაიშვილი და ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ: დეკანოზი ივანე შიუკაშვილი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი და ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გამგეობის საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის წევრები იყვნენ ალავერდის ეპისკოპოსი დავითი და ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრმა, ნიკიფორე მამინაიშვილმა დაადასტურა, რომ თელავის წიგნის მაღაზიამ ნამდვილად ჩაიბარა ილია ჭავჭავაძის წიგნები.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თავის სასწავლებელში გახსნა მეორე განყოფილება და მეორე მასწავლებლის ადგილზე ნინო გიორგის ასული მონადირაშვილი მოიწვია.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის თაოსნობით გაიმართა 32 კაციანი წინასწარი კრება (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – მასწავლებელი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი), რომლის მიერ მიღებული დადგენილების 1-ლ პუნქტში განცხადებული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის დაარსების გადაწყვეტილება. ფილიალის ოფიციალური სახელწოდება იქნებოდა „თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის თერგის ოლქის ზემო და ქვემო ხევის თემთა საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება", გამგეობის ადგილსამყოფელი – ვლადიკავკაზი.