რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ და ეპისკოპოსმა კირიონმა სატაძრო დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 30 ნოემბერს თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი დასასვენებლად აბასთუმანში გაემგზავრა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 29 ნოემბერს მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვი თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სოფელ ონტოფოში ვაჭარ ოტია კორძახიას შეიარაღებული ყაჩაღები დაესხნენ თავს და 400 მანეთი გამოსძალეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი ნიკოლოზ ივანეს ძე პრიბილი თბილისის გუბერნატორის კანცელარიის რევიზიას აწარმოებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის ქაშუეთის ტაძარში ეპისკოპოსმა ლეონიდემ ღვთისმშობლის „დაუჯდომელი“ წაიკითხა, რის შემდეგაც ტაძრის წინამძღარმა მ. ტყელამაძემ ქართულ ენაზე იქადაგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ ტაძრის დღეობისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება აღასრულა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ დავით ერისთავის დრამა „სამშობლო“ წარმოადგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, კოტე შათირიშვილი, გიორგი კანდელაკი და ალექსანდრე იმედაშვილი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმული დავით ერისთავის დრამა „სამშობლო“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს კოტე ყიფიანი ასრულებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის თვითმართველობამ ქალაქის ზედამხედველ ერქომაიშვილს დაავალა, რომ ქალაქის დუქნები მხოლოდ საკვირაო წირვის შემდეგ გახსნილიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოება კოტე მესხისა და ვასო აბაშიძის მიერ დადგმულ დავით ერისთავის ხუთმოქმედებიან დრამა „სამშობლოს“ წარმოადგენდა, რომელშიც ანა მესხი და კოტე ყიფიანი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სათავადაზნაურო ბანკში იაკობ მანსვეტაშვილის თავმჯდომარეობით საგანგებო კრება გაიმართა, რომლის მდივნად არტემ ახნაზაროვი აირჩიეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში გორის ეპოსკოპოსმა ლეონიდემ სატაძრო დღესასწაულისადმი მიძღვნილი პარაკლისი აღავლინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ნოემბერს სოფელ პრიუტში ახალი საეკლესიო სკოლის კურთხევას საეკლესიო სკოლების საეპარქიო მეთვალყურე, დეკანოზი ნ. გ. ტატიშვილი და ქართლ-კახეთის საეპარქიო საბჭოს წევრი, დეკანოზი დიმიტრი მახათაძე დაესწრნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში 35 მანეთად იყიდებოდა ეპისკოპოს გაბრიელის ტუშით შესრულებული, ჩარჩოში ჩასმული პორტრეტი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შტაბს-როსმისტრი გიორგი ბარანოვი ქუთაისის გუბერნატორის ობერ-ოფიცრის თანამდებობაზე დაინიშნა.

