საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90459

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის სტატია, რომელშიც იგი ქართველებს ურჩევდა შეესწავლათ ძველი სომხური ენა, რათა ქართულ–სომხური ისტორიული წყაროები საფუძვლიანად ეკვლიათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თავადმა მასალსკიმ გამოიკვლია ბათუმის მხარე და პეტერბურგის გეოგრაფიულ საზოგადოებას მოახსენა, რომ მცენარეებით მდიდარი მხარე იყო ბათუმი, სადაც ხარობდა ძალიან კარგი ხარისხის ბუჩა ჩაი, რომელსაც პეტერბურგელი ვაჭრები ყიდულობდნენ და ნამდვილ ჩაიში ურევდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს მიანიჭეს კამერგერის წოდება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორი იყო გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კათოლიკეთა ეკლესიების ვიზიტატორი იყო არლოვსკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კათოლიკეთა ეკლესიების ვიზიტატორ არლოვსკის გადასცეს სხვადასხვა ჯილდო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ყარაბაღის ეპარქიის დროებითი გამგებელი იყო მთავარეპისკოპოსი საგინიანცი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მთავარეპისკოპოს საგინიანცს გადასცეს სხვადასხვა ჯილდო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო ბულატნიკოვი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბულატნიკოვს გადასცეს წმინდა ალექსანდრეს მესამე ხარისხის ორდენი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კავკასიის მთათა საქმეების გამგებელი იყო მელერი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მელერს გადასცეს წმინდა ალექსანდრეს მესამე ხარისხის ორდენი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კავკასიაში სახელმწიფო ქონების სამინისტროს რწმუნებული იყო ტიხეევი.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მინა გიორგობიანი ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 1-ლი სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით დავით გიორგის ძე ნანუკოვი ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიქუროვის მაღაზიებში კუკიის ხიდთან იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი ქართული ანბანი, რომლის ფასი 2 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მელიქიშვილის მაღაზიაში იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „დარიგება“, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს უნდა ესწავლებინათ ქართული ანბანი. წიგნის ფასი 1 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „დედა ენა“, რომლის ფასი ყდით 2 აბაზი იყო, ხოლო უყდოთ 5 შაური.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვართანოვის მაღაზიაში იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „ბუნების კარი“ მესამე გამოცემა, რომლის ფასი 14 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „საყმაწვილო კონა“, პირველი გამოცემა იყიდებოდა თბილისში გრიქუროვისა და ვართანოვის მაღაზიებში, ხოლო ქუთაისში სვიმონ ჩომახიძის მაღაზიაში. წიგნის ფასი 6 შაური იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვართანოვის მაღაზიებში იყიდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული წიგნი „გლოვა მეფე ერეკლე მეორისა“. წიგნის ფასი 1 შაური იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ივანე კლიმიევი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გლახა ბეჟანაშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 15 სექტემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გოგია კავლელაშვილი რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წლის 19 სექტემბრიდან თელავის სამღვდელო ყრილობის თავმჯდომარე მღვდელი ლაზარე ტურაშვილი იყო.