რეგისტრირებული ფაქტები87343
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 15 ოქტომბერს მიხაი ზიჩის, რომელსაც საქართველოში „ვეფხისტყაოსნისთვის“ გაკეთებული ილუსტრაციებით იცნობდნენ, 70 წელი უნდა შესრულებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 15 ოქტომბერს დანიშნული იყო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც უნდა განეხილათ მერჟევსკის მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო ამიერკავკასიაში შინამრეწველობა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 15 ოქტომბერს თბილისის ოლქის სასამართლომ გრიგორ ბეჟოევის საქმე განიხილა, რომელსაც ვერაგობა და სხვისი ფულის გაფლანგვა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 ოქტომბერს ივანე მაჩაბელს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთა ვოინომ, რომელსაც პარიისკი, მაისურიანცი და ალექსანდრე მაღალაშვილი ეხმარებოდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ოქტომბერს ტელეგრაფის კანტორის უფროსის ბ. სემენოვის ნებართვით თბილისის გიმნაზიის მერვე კლასის შეგირდებმა თბილისის ტელეგრაფის სადგური დაათვალიერეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სამოსამართლო პალატის პროკურორს სენატში საჩივარი შეჰქონდა ბაკიხანოვის გამართლების გამო, რომელსაც სტაროსელსკის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე ა. ივანენკო შეეწინააღმდეგა ა. ბაბოვს, რომელიც თვლიდა, რომ 6 ოქტომბერს გამართული არჩევნები უკანონოდ უნდა ჩათვლილიყო. ივანენკომ თქვა, რომ საბჭომ სამართლიანად აირჩია გიორგი ევანგულოვი და ამაზე ზედმეტი ლაპარაკი უადგილოდ მიიჩნია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იაკობ მედვედევს ევალებოდა დაეგეგმა, რა ტიპის სამეურნეო სასწავლებელი უნდა დაარსებულიყო სოფელ ოძისში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს, იერუსალიმის შესახვევში მდებარე ძველი სალოცავის მაგივრად ახლის აშენება განეზრახათ. ამ საქმეს სათავეში არიელ ლევინი და აბრამ გორელაშვილი ედგნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა ა. ს. ბაბოვმა განაცხადა, რომ 6 ოქტომბერს გამართული ქალაქის მოურავის არჩევნები უკანონოდ უნდა ჩათვლილიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთში ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდნენ ატატო ბებურიშვილი და მარ. ჯაყელი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართულ თეატრში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე რაისელს სამსახიობო დებიუტი ჰქონდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ მიხაკო თავდგირიძე მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც სოფელ აკეთში ახლად დაარსებული მაცხოვრის ეკლესიის სამრევლო სკოლის დასახმარებლად წარმოდგენა გამართეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სენაკის მაზრის უფროსის თანაშემწე ი. ა. ლაზარენკო ზედმიწევნით კარგად ასრულებდა თავის უფლება-მოვალეობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი გზების კეთილმოწყობას უთმობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოემბერში ქალაქის საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ეწურებოდა და ახალი მდივანი უნდა აერჩიათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იაკობ მედვედევი, რომელიც სოფელ ჩაქვში ბაღჩების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ი. ა. ზვერიოვი და ა. ა. ზვერიოვისა მოსწავლეებს მისაღები გამოცდებისთვის ამზადებდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბერს დიდების ტაძარში უნდა გამოეფინათ ალექსეი ეისნერის ნახატები. მხატვარმა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის და ნიკოლოს ზებედეს ძე ცხვედაძის პორტრეტები დახატა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ვაყაში ახალი სკოლა აკურთხეს, რომელიც კონსტანტინე რეიტერის მეოხებით დაარსდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბერს გურიაში, დაბა ხიდისთავში, ხიდისთავის უფასო სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად ვალერიან გუნიას დრამა „და-ძმა” დაიდგა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ქართულ თეატრში შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მიწვეული იყვნენ არტისტები: ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გამყრელიძისა, საყვარელიძე და რჩეულოვისა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მგალობლიშვილი მეჯვრისხევის ნაწილის ბოქაული იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა საყვედური გამოუცხადა მგალობლიშვილს იმის გამო, რომ მან სათანადო ყურადღება არ მიაქცია ჭირით დახოცილი საქონლის დამარხვას. დახოცილი საქონელი ქუჩებში დაყარეს და ამის გამო გორის მაზრაში ჭირი გავრცელდა.

