რეგისტრირებული ფაქტები87331
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რომ გედალინმა სასანიტარო ზედამხედველს აცნობა, რომ ოდესელ მექარხნეს თბილისში თავისი წარმომადგენელი ჰყავდა, რომლისგანაც ბ. აგასოვი და ტერ-სიმონოვი მარგარინს ყიდულობდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ 1-ელი ოქტომბრიდან დაეწესებინათ ტანვარჯიშის გაკვეთილები. მასწავლებლად მოწვეული იყო ფოთის სათადარიგო პოლკის პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამგე ალექსანდრე გარსევანიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც დაესწრნენ: დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი, ნინო ხელთუფლიშვილი, ბარბარე ვოლსკი, იოსებ ოცხელი, მ. ი. საღარაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, სამსონ დათეშიძე, თომა მთავრიშვილი, გერასიმე ცაგარეიშვილი, ბენედიქტე მამფორია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მდივანი სილოვან ხუნდაძე. პედაგოგიური საბჭოს ჟურნალში ხელს აწერს და ნამდვილობას ადასტურებს საქმისმწარმოებელი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ა. მ. ჯაბადარი სავაჭრო-საოჯახო პოლიციის უფროსი ზედამხედველი იყო.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 25 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ შიო და ივანე ქართველიშვილები გაანთავისუფლეს. მათ ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის მკვლელობაში მონაწილეობის მიღება ედებოდათ ბრალად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით შემოქმედის წიგნსაცავის გამგეობამ ფინანსური დახმარების გამო მადლობა გადაუხადა ყარამან მამულაიშვილს, ლუკა ცისკარიძეს და ფილიპე ბურჭულაძეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ა. მ. ჯაბადარს შეუმჩნევია, რომ თბილისში პურს ცუდი თვისებების მქონე ფქვილისგან აცხობდნენ. ამის გამო, მას გამგეობაში წინადადება შეუტანია და უთხოვია, რომ სანიმუშოდ ყველა ხარისხის პური გამოეცხოთ და ფქვილის თვისებები გამოეკვლიათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 სექტემბერს ქალაქის მესამე ნაწილის სასამართლოში გაირჩა ჩარკვიანის მიერ ნაძალადევში აშენებული ქართული თეატრის შენობის საქმე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 24 სექტემბერს თბილისის ხმოსნები ქალაქის მოურავობის კანდიდატთა დასასახელებლად შეიკრიბნენ. ხმის მიცემის შედეგად გადაწყდა, ამ თანამდებობაზე კენჭი ბ. ალიხანოვსა და ნ. ზ. თუმანიშვილს ეყარათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა 28 მან., ალექსანდრე ჭყონიას – 22 მან., გრიგოლ ჩარკვიანს ბლანკების დასაბეჭდად წერილებისთვის – 5 მან., ასევე იყიდეს იოსელიანის გამოცემული წიგნები: „დიდმოურავნი“, „თეიმურაზ მეფის ცხოვრება“ და სხვ. გამგეობის ხარჯმა სულ 309 მანეთი შეადგინა .
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ აუცილებელი იყო კანცელარიისა და წიგნების მაღაზიისთვის სითბოს შესანარჩუნებლად გაეკეთებინათ მეორე პირი შუშაბანდი და შეეღებათ იატაკები. გამგეობამ თავად კარიჭაშვილს დაავალა საკითხის მოგვარება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომაზე განიხილეს ახალი ათონის სკოლის პედაგოგ დომენტი პარკაიას თხოვნა ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების თაობაზე. პასუხად თავმჯდომარე ალექსანდრე ჭყონიამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდნენ თხოვნას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გაეცნენ საზოგადოების წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებას საწევრო შემოსავლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. თავმჯდომარე ალექსანდრე ჭყონიამ გამგეობის სახელით 26 სექტემბრის საღამოს 8 საათისთვის დანიშნა კრება, რომელზედაც უნდა შეესწორებინათ საზოგადოების წევრთა სია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების დარბაზში ე. ს. მერჟეევსკიმ ღონისძიების დამსწრეებს გააცნო, რა ვითარება იყო კავკასიაში მეაბრეშუმეობის, მაუდის, შალის და ხალების წარმოებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შესაძლებელი იყო წარმოების გაუმჯობესება და ამისთვის მეურნეებს საჭირო ზომებისთვის უნდა მიემართათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 სექტემბერს ბათუმში ჩასულ მარიამ რომანოვს გრიგორი გოლოცინი, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი და სხვა საპატიო პირები შეეგებნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 სექტემბერს ვედენსკი და მიხეილ შალიკოვი რკინიგზის რამდენიმე მოხელესთან ერთად ბათუმში მიემგზავრებოდნენ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთაისის მთავრობამ ნოტარიუსად ილ. ანჯაფარიძე აირჩია, რომელსაც განსაკუთრებულად მძიმე საქმეთა გამომძიებლის თანამდებობა ეკავა.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აღძრული იყო საქმე ფოთიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპოსკოპოსის კათედრის ოზურგეთში გადატანის შესახებ. ხმოსნების თხოვნით თ. ნ. თავდგირიძემ ქუთაისის გუბერნატორს მისწერა და აუხსნა, რა უპირატესობა ექნებოდა ოზურგეთს, როგორც საეპიკოპოსო ადგილს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიის საქმეთა მმართველი ხარლანოვი სამსახურისთვის თავის დანებებას აპირებდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ხარლანოვი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიის საქმეთა მმართველი იყო.

