რეგისტრირებული ფაქტები87326
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წელს ნინო უორდროპს პოეტმა დომინიკა ზურაბის ასულმა ერისთავმა კეთილგანწყობილი სურვილებით სავსე წერილი გაუგზავნა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, შეიტყო, რომ თბილისელი ქალები და გოგონები აპირებდნენ მასთან მისვლას და ნინოობის მილოცვას, შემდეგ კი ბანკეტის გამართვას შვილის – ნინოს პატივსაცემად, მაგრამ ბაქოში ვიზიტის გამო გადაიდო ეს ყველაფერი და მათ მოულოდნელ სტუმრობას ელოდებოდა მომავალში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის – სამი ახლგაზრდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში შეტანილი წვლილისთვის კიდევ იღებდა ტელეგრამებს. ერთ-ერთი სპარსეთში მცხოვრები ქართველებისაგან იყო.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უეითი ძალიან დაღლილი იყო ბაქოში მოგზაურობის შემდეგ. მას დასვენება სჭირდებოდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გრანდი ახველებდა, გაციებული თბილისში იმყოფებოდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აღდგომას გულში ჩაიკრავდა და აღარასდროს გაუშვებდა მანამ, სანამ ცოცხალი იქნებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მასთან შესახვედრად შეკრებილები იყვნენ: ალექსანდრე ხატისიანი, მინისტრები, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, მერი და სხვ. საპატიო ყარაულმა მათ საზეიმოდ წინ ჩაუარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანმა წაიყვანა ბრიტანეთის წარმომადგენლობაში, სადაც მინისტრები მიიღო აუდიენციაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ოთხ საათზე კათალიკოსს ესტუმრა ეპისკოპოსის სასახლეში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინეს. გარეთ გასულს თოვლიან ქუჩაში ათასობით თურქეთის სომხეთიდან გადმოსული ლტოლვილი დახვდა. დიდი ოვაციებით შეეგებნენ მას. ბრიტანეთის ჰიმნი შეასრულეს, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვა სომხურად და ინგლისურად. თავად აივანზე იდგა და იქიდან წარმოთქვა საპასუხი სიტყვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისში დაბრუნება სურდა, თუმცა ალექსანდროპოლის (გიუმრის) უნივერსიტეტი იხსნებოდა და გახსნის ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა. ყველაფერი თუ კარგად წარიმართებოდა, კვირას თბილისში დაბრუნდებოდა.

