რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისს სამტრედიის საზაფხულო თეატრში მოყვარულმა მსახიობებმა რაფიელ ერისთავის კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდნენ“ წარმოადგინეს, რომელშიც მთავარ როლებს ვ. კვალიევისა, ნ. კანდელაკისა, ვ. ჭრელაშვილი და ვ. ზალდასტანოვი ასრულებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიმონ დავითის ძე ოთხმეზურმა ოზურგეთის ბიბლიოთეკას 2 მანეთის ღირებულების წიგნები შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისს შალიკაშვილმა სოფ. სკრის სადგურის ჟანდარმი ხოვსუნი დაჭრა, რის შესახებაც თბილისის ოლქის გამომძიებელ დანილოვს სკრის სადგურის უფროსმა ხინაროვმა პატაკით აცნობა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისს სოფელ სუჯუნაში ნატო გაბუნია-ცაგარელის თაოსნობითა და მონაწილეობით მსახიობებმა ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ და ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისს მსახიობ ნატალია გაბუნია-ცაგარელის მონაწილეობით სოფელ სუჯუნას სამრევლო სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. ამოგებული თანხა აბაშის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელს, რაჟდენ ჭალაგანიძეს გადაეცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ღანირში მცხოვრებმა გლეხებმა, ნიკოლოზ ალექსის ძე დგებუაძის რჩევით, მარწყვის ბაღების მოშენებას მიჰყვეს ხელი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი თამამშოვის მოწვევით თბილისში ინჟინერი ბლანშო იმყოფებოდა, რომელსაც ქალაქის ქუჩების ელექტრო-განათების პროექტზე უნდა ემუშავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პედაგოგი სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია კავკასიის სამოსწავლო ოლქის გამგეობისგან ქუთაისში კერძო პროგიმნაზიის დაარსების უფლებას ითხოვდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 11 ივლისს თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი სამუშაო მივლინებით გორში გაემგზავრა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 11 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოთის მოურავი ნიკო ნიკოლაძე საქმანი მივლინებით პეტერბურგში მიემგზავრებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 11 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამეურნეო საურთიერთო ბანკის ყოფილი დირექტორი ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე სიხუმის მოურავის თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 4 ივლისს თიანეთის მახლობლად მოწყვეტილმა თიხნარმა მეწყერმა ქვრივი ქეთევან მოსახლიშვილი და მისი 15-16 წლის ქალიშვილი იმსხვერპლა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 ივლისს თბილისის პოლიციამ ფოსტიდან 50 ათასი მანეთის ქურდობაში ეჭვმიტანილი გედეონ ორჯონიკიძე დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ მიხელ ნასიძის მიერ თებრონია ანდრონიკაშვილის დასაფლავებაზე წარმოთქმული გამოსათხოვარი სიტყვა გამოქვეყნდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 10 ივლისს გიორგი ზაქარიას ძე თურქისტანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დროებითი გამგეობის მდივნად აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 10 ივლისს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დროებითი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 10 ივლისს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თბილისის საგლეხო საქმეთა საგუბერნიო საბჭოს წევრის, იასე ჭავჭავაძის ავადმყოფობის შესახებ იტყობინებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 10 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ზ. ყორღანოვმა თბილისის ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობას მომრიგებელი მოსამართლე მ. ა. სულიევი ასრულებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 10 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე სიონის საეკლესიო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე წარადგინა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 9 ივლისს თბილისის ოლქის სასამართლომ ძმის მკველობაში ეჭვმიტანილი მიხეილ მეფისაშვილი საპატიმროდან 5000 მანეთის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 9 ივლისს თბილისის სადგურის კონდუქტორმა კონსტ. კობიაშვილმა იმავე სადგურის მეისრე მიხ. კოწიაშვილი დანით მოკლა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 ივლისს სოფელ ციხისჯვარის აბანოში მყოფ ნინა სოგომონოვას და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხა ყაჩაღ ალი-ბეგ მურსაყულოვის შეიარაღებული რაზმი და ძვირფას ნივთებთან ერთად 200 თუმნამდე თანხა გაიტაცა.

