რეგისტრირებული ფაქტები87326
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მუდმივად დაძაბული იყო ცვლილებების მოლოდინში, ელოდებოდა როდის დადგებოდა ცვლილების დრო, რათა სახლში დაბრუნებულიყო და დღესასწაული ოჯახთან ერთად გაეტარებინა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უცნაური იყო „მგლის ლეკვები“ – მათი ბიჭები ისე გაიზარდნენ, მსოფლიოს პრობლემებზე ფიქრობდნენ და დიდ მებრძოლებს ედრებოდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ხუთი წელი შვებულების გარეშე მუშაობა ძალიან რთული იყო. შეიძლებოდა მომავალ წელს ადრე წასულიყო სახლში, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში, ნებისმიერ მომენტში, სახლში გაიწვევდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 15 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტში იყო მიწვეული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულმა სადილმა მშვენივრად ჩაიარა. დაახლოებით 4 საათზე დაბრუნდა სახლში, რაც საქართველოში კარგი შედეგი იყო, რადგან თითოეული კერძის სტუმრებისთვის მირთმევა ცალკე რიტუალი იყო და დიდ დროს მოითხოვდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში მწუხარებას გამოთქვამდა მეუღლის მკლავის ტკივილზე და ანუგეშებდა, რომ მალე კარგად იგრძნობდა თავს.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ არ უნდა შესციებოდა. დამატებით ზეთის ღუმელი დაედგა თუკი ქვანახშირი არ კმაროდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 16 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი გაგზავნილ წერილში გულისწყვეტას გამოხატავდა, რომ საოცნებო საწერი მაგიდა ვერ მიიღო მეუღლემ. მას ძალიან უყვარდა, როცა მეუღლეს ოცნებები უსრულდებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 18 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ 20 ნოემბერს, მისი რჩევით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები თბილისში უნდა ჩამოსილიყვნენ, რათა მოელაპარაკათ და განეხილათ თუ როგორ მოეგვარებინათ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, რომელიც სისხლისღვრაში იყო გადაზრდილი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ამანათით უგზავნიდა ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებს, რომლებიც ერევანში იყიდა. ყველა ვანელ ოსტატთა ნახელავი იყო: ვერცხლის მოზრდილი ქამარი, ვერცხლის მომცრო ქამარი, ვერცხლის ორი აბზინდი, ვერცხლის ჯვარი, 22 ფილიგრანული საკინძე, მარგალიტებითა და ფირუზებით მოჭედილი ოქროს ორი საყურე, რომლებიც შეეძლო კულონებადაც გამოეყენებინა. უორდროპმა მეუღლეს სთხოვა, რომელიმე ნივთის გაჩუქება თუ მოუნდებოდა, თავი არ შეეკავებინა.

