რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 18 აგვისტოს კოჯორში თბილისის საგლეხო საკრებულოს წევრი, იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 16 აგვისტოს სოფელ დიდ ჯიხაიშში გამართული სახალხო სეირნობის დროს, შელაპარაკების ნიადაგზე ივანე ნემსაძემ დამბაჩით კოსტა თეთეიშვილი დაჭრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის მიერ სურამში დადგმულ პიესაში „სამშობლო“ მონაწილეობდნენ მსახიობები: ალექსანდრა კარგარეთელი-ქართველიშვილისა, კონსტანტინე შათირიშვილი და კ. გალუსტოვი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის მიერ სურამში დადგმულ პიესაში „სამშობლო“ მონაწილეობდნენ მსახიობები: ნატალია გაბუნია-ცაგარელი, კონსტანტინე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე და სხვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის წევრებმა სურამში დადგეს დავით ერისთავის მიერ ნათარგმნი პიესა „სამშობლო“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს კოტე მესხის მონაწილეობით სურამში დივერტისმენტი გაიმართა. ღონისძიებას სვიმონ სვიმონიძე ხელმძღვანელობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს აბაშის სამრევლო სკოლის დასახმარებლად გამართულ ღონისძიებებს ელინიდა თოფურია ხელმძღვანელობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს აბაშის სამრევლო სკოლის დასახმარებლად დადგეს რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გამოხმაურება“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩაყოლას ჩათრევა სჯობია“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს ალექსანდრე ოქროპირიძემ ხობის მონასტერში საღვთო ლიტურგია შეასრულა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს იმპერატორ ალექსანდრე მეორის ძეგლის კურთხევის ცერემონიაზე ქართველ თავად-აზნაურობას მთავარმართებლის სასახლის გოფმეისტერი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და ქუთაისის გუბერნიის მარშალი სიმონ გიორგის ძე წერეთელი წარმოედგენდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ ანჩისხატის ეკლესიაში წირვა აღავლინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ყვირილაში მიხეილ გაჩეჩილაძის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთეულობის მაღაზია გაიხსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ხონში მდებარე ელენე ლუკას ასულ ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა სექტემბრის თვიდან ოთხ-კლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვიტოს დაბა სურამში მიხეილ ნანობაშვილის მონაწილეობით სახალხო საოპერო-თეატრალური წარმოგდენა გაიმართებოდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 15 აგვისტოს სოფელ ქარელში მიხეილ დავითის ძე ციციშვილმა თედო ბესტავაშვილი მოკლა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს თბილისის რუსულ თეატრში მსახიობ ალექსანდრე ლენსკის თაოსნობით საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართა. შემოსული თანხა ერთ ღარიბ ოჯახს გადაეცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს აბაშაში ელენე თოფურიძისა და ნატალია გაბუნია-ცაგარელის თაოსნობით ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხუმრება“ და ვალერიან გუნიას „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ წარმოადგინეს და შემოსული თანხა სამრევლო სკოლას შესწირეს.

