რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა და დავით ქადაგიძემ დასაბეჭდად წარმოდგენილი ხელნაწერ „ხე და მისი ცხოვრების“ შესახებ, რომლის განხილვა საზოგადოებამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე თომა მთავრიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანეიშვილი თანახმა იყო, დაეთმო მისთვის წიგნები საზოგადოების სახელით სოფლებში დასარიგებლად იმავე ფასად, რა ფასიც მას უჯდებოდა. მთავრიშვილი გამგეობას სთხოვდა ნებართვას წიგნების ყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა – 14 მან. და კიდევ – 50 მან., ალექსანდრე ყიფშიძეს – 27.15 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს ყდების გასაკეთებლად – 3.50 მან., თევდორე ჟორდანიას – 80 მან. ჯამში სულ გაიცა 130 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ანასტასია წერეთლისა და ნიკოლოზ მთვარელიშვილი. სხდომაზე განიხილეს 1898 წლის 23 მარტს ჩატარებული სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევის პროტოკოლი და ასევე სენაკის სკოლის ინსპექტორის აზრი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 19 მარტს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის ყველა ანგარიში მიიღო 1875 და 1877 წლების გარდა, რადგან მათი დაბეჭდილი პირები არ ჰქონდათ.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 18 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლომ გლახუა მაღრაძე პართენ, ნინა და ბარბარე მაღრაძეების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს სამუდამო კატორღა მიესაჯა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა ნ. ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა, ნოე ჟორდანიასთვის წასაკითხად წარედგინა საზოგადოების ის პროტოკოლები, რომლებსაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამგეობას მოახსენა ალექსანდრე როინაშვილის, კონსტანტინე მესხიშვილისა და გრიგოლ ტატიშვილის მოსაზრება მიხეილ საბინინის მიერ გამოგზავნილი სურათების ნიმუშების შესახებ. გამგეობამ მხატვარს სთხოვა, გამოეგზავნა სხვა კლიშეების სურათებიც, ხარჯის დასაფარად კი 20 თუმანი გაუგზავნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომაზე მოხსენება წაიკითხეს ანასტასია წერეთლისამ და დავით კარიჭაშვილმა ლუკა რაზიკაშვილის ნაწერების წიგნად გამოცემის შესახებ. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას უნდა დაებეჭდა მესამე გამოცემად აკაკი წერეთლის მიერ გადმოღებული კრილოვის არაკები, რომელიც 40-მდე იყო მაღაზიაში. სასურველი იქნებოდა არაკების დასურათებაც.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ანასტასია წერეთლისამ და დავით კარიჭაშვილმა ლუკა რაზიკაშვილის ნაწერების წიგნად გამოცემის შესახებ. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბათუმის სკოლის პედაგოგმა ისიდორე რამიშვილმა, რომ გაუგზავნონ სკოლის ბიბლიოთეკისთვის და მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო წიგნები, ასევე ხულოს სკოლის მასწავლებელ ა. მგელაძეს გაუგზავნონ სასწავლო წიგნები. გამგეობამ განაცხადა, რომ ისიდორე რამიშვილისთვის მოეთხოვათ საჭირო წიგნების სია.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჟინოვმა, რომ გაუგზავნონ მას დაპირებული 100 მანეთიდან რამდენიც შესაძლებელია. გამგეობამ ელენე ჟინოევს 50 მანეთი გაუგზავნა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე განიხილეს სვიმონ ჭუმბურიძის თხოვნა, რომ გაეგზავნათ მისთვის რუსულ-ქართული ლექსიკონი ოსმალეთში, რომლის საფასურის გადახდასაც მხოლოდ ფრანგული ფულით მოახერხებდა, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე მარიამ ორჯონიკიძემ და ეკატერინე ტატიშვილმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში ამოიღო 11.2 მანეთი და 3 აბაზი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს ნიკო მთვარელიშვილის და ივანე რატიშვილის მიერ შემოწმებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის 1897 წლის ანგარიში, რომლის გადახედვა გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს სავარაუდო აღრიცხვა 1898 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშისა, რომლის განხილვა თავმჯდომარის ამხანაგ ნიკოლოზ ცხვედაძეს დაევალა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წერილი, რომლის თანახმად, კომიტეტის ახალ წევრებად აირჩიეს: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, ხოლო ხსენებულ პირთაგან კომიტეტს თავმჯდომარედ აურჩევია იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ხაზინადრად იოსებ შვილევი და მდივნად პართენ გოთუა. აღნიშნული პირები გამგეობამ კომიტეტის წევრებად დაამტკიცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, რომ გამგეობამ შუამდგომლობა გაუწიოს კავკავის სკოლას ეკლესიის აშენების ნებართვისათვის. გამგეობამ ნებართვის მოსაპოვებლად თერგის ოლქის სახალხო სკოლის დირექტორს მიმართა და საქმის წარმოება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტიტე კახიძეს და იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა მიხეილ საბინინმა, რომ გაეგზავნათ მისთვის „საქართველოს სამოთხის“ კლიშეებისთვის 600 მანეთი და თან გამგეობას წარუდგინა სურათების 2 ნიმუში. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა კონსტანტინე მესხიევისთვის, გრიგოლ ტატიშვილისთვის და ალექსანდრე როინაშვილისთვის ეჩვენებინა ნიმუშად წარმოდგენილი სურათები და მათი აზრი შეეტყობინებინა საზოგადოებისთვის.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-7 სხდომაზე თომა მთავრიშვილმა წარადგინა ანგარიში თავისი შეგროვებული ფულის შესახებ და გამგეობას ამ თანხიდან ოც-ოცი მანეთის წიგნების ზუგდიდსა და ოდესაში გაგზავნის ნება სთხოვა. გამგეობის დადგენილებით მთავრიშვილს ამ ქალაქებში სამ-სამი თუმნის წიგნების გაეგზავნა შეეძლო.

