რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ყუბანის ყაზახთა სამხედრო შტაბის უფროსი გენერალ-ლეინტენანტი ფიოდორ გერშელმანი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანამდებობაზე ინიშნებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ქუთაისში ლადო ალექსი-მესხიშვილის, თამარ ივანიძის, დავით ჩარკვიანისა და ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით საქველმოქმედო თეატრალური წარმოდგენა გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, უახლოეს ხანებში საგარეჯოში მსახიობები დ. აბდუშელი და ალ. თამაზაშვილი გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ და ამოგებულ თანხას ადგილობრივ სამკითხველოს შესწირავდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ივლისს დილიჟანში გამართულ ქართულ-რუსულ თეატრალურ საღამოზე ვალერიან გუნიას ვოდევილი „არც აქეთ, არც იქით“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ივლისს ლაგოდეხში მწყემსი კოსტა ბაგაშვილი დანით დაჭრა ვინმე ბეგიევმა, რომელიც საქვეითო ჯარის ოფიცრებმა მალევე დააკავეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელი თომა კარანაძე სოფელ სამიქაოს სამრევლო სკოლის დამფუძნებელი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საინგილოს ინტელიგენციის წარმომადგენელი ალ. ბაჩალიაშვილი ოთხი თვის მანძილზე ქვემო მაჩხაანში იმყოფებოდა, რათა ქიზიყის დეპოს აღებ-მიცემობის გამოცდილება შეესწავლა და მშობლიურ კახის რაიონში დაენერგა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის მაზრის სათადარიგო ქვეითი ჯარის პორუჩიკი ლუკა სვიმონის ძე ჩარკვიანი ყვარლის ბოქაულის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თვის ბოლოს ამიერ-კავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენევი საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გამგეობის გადაწყვეტილებით ქალაქის ცენტრში დიმიტრი ყიფიანის ძეგლი დაიდგმებოდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 20 ივლისს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისში სტუმრობას და იმავე საღამოს კოჯრის სააგარაკო სახლში დაბინავებას აპირებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს არტემ გოგინოვის დედას სოფელ კნოლევიდან ჩასული ერთ-ერთი თავადი ფულის სესხებას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ თავადმა ქვრივის მოკვლა სცადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს გურიის სოფელ აკეთში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა „ციმბირელი“. პიესის ავტორი – ავქსენტი ცაგარელი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არსენ სიმონის ძე წითლიძემ და ისიდორე ივანეს ძე რამიშვილმა სოფ. აკეთში გურიის სახალხო წიგნთსაცავი დააარსეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ზარაფიშვილის მიერ თელავში 1896 წელს დაარსებული ქალთა ამხანაგობა ორ ნაწილად გაიყო და თითოეული განაყოფი ქალი თავმჯდომარის არჩევას უჭერდა მხარს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ხმოსან არსენ ვანეს ძე ბებუთოვს ხელოსანთა გამგეობის თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებული საჩივრის შესწავლა დაავალა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟანდარმ ხოვსუნის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილების, თავად შალიკაშვილისა და ივ. ის. მამაცაშვილის, საქმეს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ე. ა. რაბინსკი იძიებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სემიონ დიმიტრის ძე ტირიუტინი თბილისის გუბერნიის კანცელარიის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს ხაშურში კოლა გალუსტოვის თაოსნობით მოყვარულმა მასახიობებმა ავქსენტი ცაგარლის კომედია „ციმბირელი“ წარმოადგინეს.

