რეგისტრირებული ფაქტები89503
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 7 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დავით სარაჯიშვილის არყის ქარხნის შესახებ საქებარი სტატია გამოქვეყნდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 7 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი ახალ მისამართზე, მიხეილის ქუჩის N129-ში გადავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 ივლისს თბილისიდან 15 ვერსის მანძილზე, მდინარე ლოჭინის მახლობლად, შეიარაღებულმა ყაჩაღებმა ა. პ. ბახმეტოვის მსახურები გაძარცვეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 6 ივლისს ალექსანდრე სიმონის ძე კობიაშვილმა შელაპარაკების ნიადაგზე ინჟინერ მუხარისნკის სცემა, რომელსაც პირველადი დახმარება სამკურნალო-სასანიტრო ინსპექტორმა გ. ნ. სტეფანოვმა აღმოუჩინა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივნისში ნიკოლოზ გიტოს ძე გოგიტიძის, თომა ზაქარიას ძე ნასიძის, გრიგოლ ნიკოლოზის ძე პაპიტაშვილისა და დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძის საწევრო გადასახადებით სულ 18 მანეთი მიიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა დ. ჯინჭარაძემ, ამბაკო კიღურაძემ, ლ. ი. მარგალიტაძემ, ი. ბ. ყანჩაველმა, ს. ს. მგელაძემ და გ. ქ. თოიძემ სოფელ აცანის სამკითხველოსთვის ფულადი შემწეობა გაიღეს.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ივნისში მაკრინე ქაიხოსროს ასული ამირეჯიბისა და ელისაბედ ბაქრაძის მიერ ყულაბით შეგროვებული 26 მანეთი და 63 კაპიკი მიიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასამართლომ განაახლა საფინანსო კომისიის წევრის, ი. ა. თაიროვისა და ილია წამალაშვილის საქმის განხილვა, რომელიც ვერისუბანში მდებარე მიწის სადავო ნაკვეთს შეეხებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სპირიდონ ბეჟანის ძე ქავთარაძემ, ბ. ყ. მამალაძემ, მ. ს. ნიკოლაიშვილმა, ზ. მ. გვალიამ, გ. გ. ქველაძემ, პ. გ. ურუშაძემ და გ. ბ. კვაჭანტირაძემ სოფელ აცანის სამკითხველოს ათ-ათი შაური შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნ. ი. მაჭაროვისამ, ნ. ნ. ბერეჟანიასამ და თ. გ. თოთიბაძემ სოფელ აცანის სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისში საკრებულო ტაძრის წინამძღვარი იოსებ შარაბიძე გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ივლისს ქუთაისში „გუბერნიის მასწავლებელთა დამხმარებელი საზოგადოების“ სხდომა გაიმართა, რომელსაც პავლე ივანეს ძე სავიჩი თავმჯდომარეობდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 5 ივლისს თიანეთის მაზრაში მდინარე ალაზანმა ვასილ ბორძიკაშვილი და გიგო ნასიბაშვილი გაიტაცა, რომლებიც ადიდებულ მდინარეზე ერთი ცხენით ცდილობდნენ გადასვლას. ვასილ ბორძიკაშვილმა ნაპირზე გაღწევა მოახერხა, ხოლო 15 წლის გიგო ნასიბაშვილი დაიხრჩო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნიისა და ზაქათალას ოლქის სახელმწიფო ქონებათა მმართველი ი. ს. ბეკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ივლისს თბილისის გამგეობაში გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ლ. ა. კამოცკის კუთვნილი აფთიაქის იჯარით გაცემა იყო დაგეგმილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ შემოქმედის სამკითხველოს გამგის, ხარიტონ ჩხატარაიშვილის სამადლობელი წერილი მიხეილ ნიკიფორეს ძე მახარაძისადმი, რომელმაც სამკითხველოს 7 მანეთის ღირებულების მაგიდის საათი შესწირა.

