საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92179

1866

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც იღებდა მონაწილეობას. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონიდან გასატან ნივთებს აგროვებდა. კომიტეტს ჰყავდა კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებზე ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული. კორესპოდენტები კომიტეტის ხარჯით თბილისში აგზავნიდნენ ნივთებს. ქუთაისში კორესპოდენტი იყო დიმიტრი დობროვოლსკი.

1866

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენაზე კავკასიის რეგიონსაც უნდა მიეღო მონაწილეობა. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონებიდან გასატან ნივთებს აგროვებდა. ამ კომიტეტის კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა, კომიტეტის ხარჯით თბილისში გზავნიდნენ ნივთებს. ფოთის კორესპონდენტი იყო ნიკოლოზ შავროვი.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც მიიღებდა მონაწილეობას. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონიდან გასატან ნივთებს აგროვებდა. კომიტეტს ჰყავდა კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული და კომიტეტის ხარჯით თბილისში გზავნიდნენ ნივთებს. ქუთაისის კორესპოდენტი იყო გიორგი ღოღობერიძე.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობა უწყებით სამსახურიდან გადამდგარი საგუბერნიო მდივანი გიორგი კალუბანსკი უნდა დაენიშნათ კომისრის თანაშემწედ თბილისის მესამე ნაწილში.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით თიანეთის მაზრის მმართველობის მთარგმნელი გრიგოლ ასლამაზოვი უნდა დაენიშნათ ამავე მმართველობის კანცლერად. გრიგოლ ასლამაზოვის ძველ თანამდებობაზე კი – მწერალი გიორგი გოჯიშვილი.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით თბილისის მესამე ნაწილის კომისარის თანაშემწე მოისეევი უნდა დაენიშნათ კვარტლის ზედამხედვლად თბილისის პირველ ნაწილში.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ ბეჟან ტატიშვილი, რომელიც სამსახურიდან განთავისუფლებამდე სურამში მდივანბეგის თანაშემწედ მუშაობდა.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის ოქტომბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ მოქალაქე კობიაშვილი, რომელიც სამსახურიდან განთავისუფლებამდე თბილისის პირველი ნაწილის კომისრის თანაშემწედ მუშაობდა.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წლის დეკემბერში თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით სამსახურიდან უნდა დაეთხოვათ უმცროსი ჩინოვნიკი ალოიზ მიზანდარი, რათა გაეგრძელებინა მუშაობა გუბერნიის მმართველობაში, შტატსგარეთ.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სახელმძღვანელოდ იყო მიღებული ქვეყნის შიგნით არსებულ ყველა სასულიერო და საერო სასწავლებელში. სახელმძღვანელოს შეძენა თბილისში შეიძლებოდა მელიქიშვილის სტამბაში, ტერ-მიქელიანცის წიგნების მაღაზიასა და სემინარიის სახლში. „დედა ენა“ იყიდებოდა ქუთაისის და გორის სასულიერო სასწავლებლებშიც. სახელმძღვანელოს ფასი იყო 1 აბაზი.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს აღდგომის შემდგომ პერიოდში თბილისის სამოქალაქო თეატრში სომხურ ენაზე ექვსი წარმოდგენა დაიდგა. მსურველებს ბილეთები უ. პეროვსკისგან უნდა შეეძინათ. იყიდებოდა სამი სახის ბილეთი: ლოჟის, სავარძლის და სკამის.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში იყიდებოდა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე-სიცრუისა“. კრებულის ფასი იყო 10 შაური.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ხოვლეს სკოლის არსებობის შესანარჩუნებლად დიდი წვლილი შეიტანეს: ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვმა, გიგო იოსების ძე ჯავახოვმა, დავით ქაიხოსროს ძე ჯავახოვმა და ხოლო ჯალალმა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „ისმინეთ მსმენნო“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „დაუდგრომელის მწყემსისა და კეთილის მწყემსისათვის“.

1877

ტიპი: სტატუსი

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ილია ალექსანდრეს ძე ჯავახოვი თავადი იყო.

1877

ტიპი: სტატუსი

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ზაქარია აბელის ძე ანდრონიკაშვილი თავადი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალების მმართველობის დროს საქართველოში გაანადგურეს საეპისკოპოსო ადგილები და მონასტრები, მათი ქონება და ავეჯი კი მიისაკუთრეს. ისინი ეკლესიების მაგიერ აშენებდნენ მეჩეთებს და ძალით ცდილობდნენ მაჰმადიანობის გავრცელებას.

1873

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა შვეიცარიელი მოგზაურის დიბუა დე მონპერეს ჩანაწერები საქართველოს შესახებ, რომელმაც 1873 წელს იმოგზაურა საქართველოში, კერძოდ, მოინახულა ბათუმის მაზრა, კინტრიშისა და აჭარის ხეობები და აღწერა იქ არსებული მდგომარეობა.

1874

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ოსმალთა ბატონობის მიუხედავად 1874 წლისათვის სოფელ ფარხალოს მოსახლეობას თავისი მღვდელი, გვარად ღებრაძე ჰყავდა, რომელიც აღასრულებდა მამა-პაპურ სარწმუნოებას.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 4 მაისს ყარსთან რუსეთის ჯარი დაუპირისპირდა ოსმალთა ჯარს, რის შედეგად დაიჭრა ილია ჩოლაყაშვილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში ანა გიორგის ასული მამუკაშვილი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილი გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ი. გ.-ს წერილი, რომელიც 2 აპრილს მიიღეს პეტერბურგიდან. ი. გ.-ს ცნობით იქ არსებობდა ქალთა საექიმო კურსები, რომლის გავლა მეტად საჭირო იყო ქართველი ქალებისათვის, რადგან საქართველოში მხოლოდ მამრობითი სქესის ექიმები საქმიანობდნენ, მათთან მისვლა კი ქალებისათვის სამარცხვინო იყო, ამიტომ ქალთა უმრავლესობა ადრეულ ასაკში ექიმთან მიუსვლელობის გამო იღუპებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ინსპექტორმა მოროზოვმა წაიკითხა წერილი „ფილოქსერის“ შესახებ.