რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება თარიღი კლებადობით
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წელს ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.
1966
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1966 წელს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1966
ტიპი: თანამდებობა
1966 წლიდან სიმონ წვერავა ხელმძღვანელობდა თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოსთან არსებულ ლიტერატურულ გაერთიანებას.
1966
ტიპი: თანამდებობა
1966 წლიდან ირაკლი აბაშიძე „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი იყო.
1966
ტიპი: ღონისძიება
1966 წელს საბჭოთა ლიტერატურის განვითარების საქმეში დამსახურებისათვის გიორგი კაჭახიძე დააჯილდოვეს „საპატიო ნიშნის” ორდენით.
1965
ტიპი: გარდაცვალება
1965 წლის 30 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში პლატონ თაყაიშვილი გარდაცვალება შეატყობინა.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის 29 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილი ქალიშვილთან, მაიასთან, ერთად საქართველოდან პოზნანში დაბრუნდა.
1965
ტიპი: გარდაცვალება
1965 წლის 28 აგვისტოს პლატონ თაყაიშვილი პოზნანში ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა.
1965
ტიპი: გარდაცვალება
გიორგი შატბერაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 14 აპრილს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1965
ტიპი: ავტორობა
1965 წლის 2 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ მიიღო თბილისიდან გამოგზავნილი წიგნების – „ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია“ და „კ. მარქსის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერებისა და საარქივო მასალების კატალოგი“ სამ-სამი ეგზემპლარი.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის თებერვალში მიხეილ კვალიაშვილმა თბილისიდან მიღებული წიგნებისა და კატალოგების თითო ეგზემპლარი ნიკოლოზ მათიკაშვილსა და ვიქტორ ნოზაძეს გაუგზავნა.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის თებერვალში პლატონ თაყაიშვილმა მიხეილ კვალიაშვილის პირით ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში შეუთვალა, რომ ინვალიდობის პენსიის დანიშვნამდე პრესის გამავრცელებელ ჯიხურში ემუშავა, რადგან ანაზღაურება კარგი იყო.
1965
ტიპი: გარდაცვალება
ვარლამ ჟურული გარდაიცვალა 1965 წლის 30 იანვარს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.