რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომაზე ეკატერინე ალექსანდრეს ასულმა ერისთავმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანაც გამგეობამ ამოიღო 12.8 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ექვთიმე თაყაიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა, რომ მოამბის გამომცემელმა ალექსანდრე ჯაბადარმა გუჯრების დაბეჭდვისათვის მოითხოვა 200 მანეთი, სამაგიეროდ კი გამგეობას გადასცემდა 100 ცალ, 500 გვერდიან, ერთ ტომად შეკრულ გუჯრებს. გამგეობამ განაცხადა, რომ ჯაბადარს გადასცენ 20 თუმანი, ამ ფულიდან 10 თუმანი გადასცენ მაშინ, როცა ის წარმოადგენს გუჯრების პირველი ტომის 50 ეგზემპლარს, ხოლო დანარჩენი 10 თუმანი მეორე ტომის 50 ეგზემპლარის წარმოდგენის შემდეგ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 დეკემბერს ნინა ჩოლოყაშვილის თაოსნობით სახელმწიფო თეატრში ავქსენტი ცაგარლის თხზულების მიხედვით „ბაიყუჩი“ დაიდგა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ოგანეს გევორკის ძე აპრესიანცი დაიბადა 1897 წლის 7 დეკემბერს დუშეთის ოლქის სოფელ მუხრანში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში ალექსანდრე კავსაძეს უნდა გაემართა კონცერტი ახალი პროგრამით და შეესრულებინა „სულო ბოროტო“, „თავო ჩემო ბედი არ გიწერია" და სხვა ცნობილი სიმღერები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში გამართულმა ალექსანდრე კავსაძის ქართულმა საერო ხოროს კონცერტმა მსმენელზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 6 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ს. მოსიძე ონის მამასახლისი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დაბა გუდაუთაში თეოფილე გოგიტიძეს პირველ წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნას უმადლოდნენ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე, თეოფილე იოსების ძე გოგიტიძე დაბა გუდაუთადან ფოთში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თემისტოკლე ავღერინო სამეგრელოში ერთ-ერთი პირველი სოვდაგარი იყო, რომელიც საზღვარგარეთ სიმინდით ვაჭრობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენეევი პეტერბურგიდან თბილისში ბრუნდებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალიოზ შიხინოვი თვითმმართველობისგან აფთიაქის გასახსნელად ნებართვას ითხოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი ევანგულოვმა ქალაქის გამგეობაში წინადადება შეიტანა, რომ ქალაქში სანოვაგის ცენტრალური ბაზარი გამართულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრიდან მსურველებს შეეძლოთ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტისთვის მიემართათ და საიუბილეო დღესასწაულის შესახებ მოსაზრება გამოეთქვათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ პართენ მაღრაძე, მისი ცოლი ნინო მაღრაძისა და მათი ორი თვის შვილი, ბარბარე მაღრაძე პართენის ძმამ, გლახუა მაღრაძემ და სოლომონ გვერდწითელმა მოკლეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალიოზ შიხინოვი აფთიაქის დაარსებაზე ნებართვის მიღების შემთხვევაში თბილისის სკოლების ღარიბი მოსწავლეებისთვის წამლების უფასოდ დარიგებას აპირებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 დეკემბერს ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო ვიქტორ გამყრელიძის ბენეფისი. დაიდგა ორი პიესა: „მამა“ და „ბარაქელა მასწავლებელო“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი შეუდგა საქმიანობას და დღესასწაულის მოწყობის შესახებ მოქალაქეთაგან იღებდა წინადადებებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხს განიხილავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა – 116 მან., დიასამიძეს – 21 მან. და ასევე გადაიხადეს სხვა წვრილმანი გადასახადები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების ანგარიშში გადაეცა 178 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ ახლად დაბეჭდილი წიგნების გამოსაცემად გამგეობამ დახარჯა 657.88 მანეთი.

