საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 30-ე სხდომაზე გ. დემურიას დედნების ანგარიშში გადასცეს 52 მანეთი, ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში – 84 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამეურნეო მართვისათვის საჭირო ინსტრუქციის განხილვა ნიკოლოზ ცხვედაძემ მომდევნო კრებისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წინარეხის სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე რუსიეშვილმა გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო ნივთები და წიგნები, მათ შორის არჩილ ჯაჯანაშვილის არითმეტიკული კრებული, გიორგი იოსელიანის „საღვთო სჯული“ და სხვ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ გამგეობას სთხოვა, გაეგზავნათ მისი ნოემბრის ხელფასი და კიდევ 22 მან. მან სკოლის შესაკეთებლად ცემენტი ითხოვა, რომლის ღირებულება 8 მანეთი იყო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 30-ე სხდომაზე წაიკითხეს გომარეთის სკოლის პედაგოგის, თომა კევლიშვილის მოხსენება სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების შესახებ და გაეცნენ მის თხოვნას, სკოლისთვის  64 მანეთის ღირებულების სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთის გაგზავნის შესახებ. საკითხის განხილვის შემდეგ გამგეობამ სკოლისთვის გარკვეული თანხა გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე მდივანმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძეს სკოლისთვის 18 მანეთის წიგნები ესაჭიროებოდა. თუმცა მან გამგეობას ერთი თუმანი გამოუგზავნა წიგნების საფასურად და სთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა, აღნიშნულ თანხად დაეთმოთ სკოლისთვის საჭირო წიგნები, რაზეც გამგეობა დაეთანხმა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა, შემწეობად ჩათვლოდა ის 10 ცალი „დედა ენა“, რომლებიც ზაფხულში სოფელ ჭალაში ბავშვებისთვის წერა-კითხვის სასწავლებლად წაიღო. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე მართა ივანეს ასულმა ჩოლოყაშვილმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ წაღებული ფულის შესაგროვებელი ყულაბა, საიდანაც 8.52 მანეთი ამოიღეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე წარმოადგინეს I და II ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რის საფუძველზეც გამგეობამ მეორე სამკითხველოს გამგეს, ანასტასია წერეთელს სთხოვა, სამკითხველო დაუყოვნებლივ გადაეტანა ავლაბარში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომაზე საზოგადოებას მუზეუმისთვის საჩუქრად გადასცეს: ტარას მომცელიძემ – თავისი დახატული დანიელ ჭონქაძის პორტრეტი, გაბრიელ ბარნაბიშვილმა – ხუცური ხელნაწერი, რუსეთის საიმპერატორო საარქეოლოგო საზოგადოებამ – სხვადასხვა ნივთი, სვანეთის ბოქაულმა სარდიონ დალაქიშვილმა – მესტიაში აღმოჩენილი ნივთები, მაგალითად: შუბის წვერი, ხანჯალი, ცულის პირი და ა. შ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მეთვალყურე ტერენტი წერეთლმა გამგეობას მოახსენა, რომ გამგეობის განკარგულებით ის იმ პირობით გადაიყვანეს სენაკის სკოლაში სამუშაოდ, რომ ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 600 მანეთს, თუმცა სენაკის სკოლის ინსპექტორმა მას განუცხადა, რომ 450 მანეთი იქნებოდა მისი ანაზღაურება. წერეთელი გამგეობას სთხოვდა, საჭირო ზომები მიეღოთ და გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა გაეცნო საზოგადოებისთვის რა წყაროდან შეიძლებოდა დაეფარათ სკოლის წლიური ხარჯი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გაზეთ „კავკაზის“ 284-ე ნომერში დაიბეჭდა პავლე იზაშვილის წერილი ქართველი კათოლიკეების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნ. გალუსტოვმა პიესა „საშინელი შურისძიება“ თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს ნოვომეისკი, რომელიც მთავარმართებლის კანცელარიაში მსახურობდა, სოხუმსა და ნოვოროსიისკში უნდა წასულიყო, რათა ენახა, რა მდგომარეობაში იყო ნოვოროსია-სოხუმის გზატკეცილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ვლადიმერ ლესევიჩი, რომელსაც ლექციები „საარტისტო საზოგადოების” დარბაზში უნდა წაეკითხა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 27 ოქტომბერი“ („მას აქედ, რაც ჩვენ პოლიტიკაზედ ხმა არ ამოგვიღია...“).

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში, ვერაზე, ნიკოლოზ ესტატეს ძე თარხნიშვილის ხე-ტყის ქარხანა და შეშის საწყობი ფუნქციონირებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის ქალაქისთავი თ. ნ. თავდგირიძე პეტერბურგში წასვლას აპირებდა, რათა მთავრობისთვის იმ საჩივრების დაკმაყოფილების დაჩქარება ეთხოვა, რომლებიც ოზურგეთის თვითმართველობამ ქალაქის საკეთილდღეოდ აღძრა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პეტერბურგში წასული თ. ნ. თავდგირიძე იქაური მთავრობისთვის ოზურგეთში პროგიმნაზიის გახსნის თხოვნას აპირებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ქალაქის მამულების დამფასებელი კომისიის წევრებად ტარას მულინი და პ. ი. ალიბეგოვი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ხორცისა და პურის ნიხრის დამდები კომისიის წევრებად ფ. გ. ვეტცელი და ვასილ ეგიაზაროვი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე დამფასებითი ფურცლების განმხილველი კომისიის წევრებად ლეოპოლდ ბილფელდი, ი. ს. ყორღანოვი და მ. ი. ქიუჩარიანცი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ცხენის რკინიგზის მეთვალყურე კომისიის წევრებად ბ. პ. ვესელოვზოროვი, ნ. ა. გრიქუროვი და ნ. ი. თამამშევი აირჩიეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საბჭოს კრებაზე ცხენის რკინიგზის მეთვალყურე კომისიის წევრებად ი. ა. სულხანიშვილი, გავრილ ტერ-ასატუროვი და ა. ი. შახაზიზოვი-კამსარაკანი აირჩიეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ბ. სოკოლოვმა ქალაქის გამგეობას მისი საფეირქო სახელოსნოს ღარიბი მოსწავლეებისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.