რეგისტრირებული ფაქტები93579
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში გიორგი კალანდარიშვილი და ნიკოლოზ შონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიის მომწყობი სექციის წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში ანდრია ჯიქია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საბიბლიოთეკო სექციის წევრი იყო.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში ოლღა ხოფერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში გიორგი ვასილის ძე გამზარდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის თვითმმართველობის დარბაზში გამართულ კრებაზე, რომელზეც სიმონ ალექსის ძე ქვარიანს უნდა ესაუბრა, ქალთა წრის წევრები და წევრობის მსურველები ჰყავდათ მიწვეული.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთი“ ელიზბარ სამსონის ძე წერეთლის გარდაცვალებას იუწყება.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენაკში დეპუტატის ამომრჩევლებად კიტა აბაშიძის სამივე მომხრე გაიყვანეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბერს ქუთაისში კოღუაშვილმა ნადარეიშვილის პურის საცხობიდან 22. 50 მანეთი მოიპარა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პურის საცხობის გაძარცვაში ბრალდებული კოღუაშვილი დააპატიმრეს.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნადარეიშვილს ქუთაისში პურის საცხობი ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ივანე სირაძემ ანასტასია გამრეკლიძე მოიტაცა და ჭიათურაში წაიყვანა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 13 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარდა თათბირი ზემო სვანეთის მდგომარეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს იუსტიციის ახლად დანიშნული მინისტრი რაჟდენ არსენიძე გაეცნო სამინისტროს კანცელარიას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით მის კაბინეტში გაიმართა თათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო დაწესებულებათა უფროსებმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 31 დეკემბერს სოხუმში თავისივე რევოლვერით თავი დაიჭრა აფხაზეთის კომისარმა, ყოფილმა საგზაო მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს თანამდებობის აღსრულებას შეუდგა იუსტიციის მინისტრად ახლად დანიშნული რაჟდენ არსენიძე, რომელმაც იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ევგენი გეგეჭკორთან ერთად დაიარა სასამართლო უწყების დაწესებულებები და გაეცნო სასამართლო მოხელეებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს იუსტიციის ახალმა მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის დარბაზებში სიტყვით მიმართეს შეკრებილ მოხელეებს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია იყო დეპარტამენტის მმართველი იუსტიციის სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ მიიღო დაწვრილებითი მოხსენება დეპარტამენტის მმართველ გიორგი თევდორეს ძე ჟორდანიასგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვარს, 20 საათზე, ხონში გაიმართებოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხონის რაიონის ორგანიზაციათა ყრილობა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდოდნენ დამფუძნებელი კრების წევრები: ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ასათიანი.

