საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92171

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივლისში გაზეთ „კვალის“ რედაქციამ კონსტანტინე გვარმაძის მიერ მესხეთში შეკრებილი „მესხური ანდაზები და გამოცანები“ მიიღო. წიგნში დაბეჭდილი იყო 600 ანდაზა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ი. დათებაშვილის მიერ შეკრებილი ლექსები და კონსტანტინე გვარამაძის მიერ მესხეთში შეკრებილი ანდაზები ახალ სენაკში,კონსტანტინე თავართქილაძის სტამბაში დაიბეჭდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ალექსანდრე სარაჯიშვილი 26 ხმით 3-ის წინააღმდეგ სოხუმის ქალაქისთავად აირჩიეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქუთაისელმა ვაჭრებმა ლ. ი. პერელმანმა და სხვებმა ერთ ოდესელ ვაჭართან ერთად დააარსეს ფოთი-ჭიათურის შავი ქვისა და ლითონის მწარმოებელი საზოგადოება, რომელსაც უნდა დაემუშავებინა შორაპნის მაზრის შავი ქვის მადნები, გაემართა სამეტალურგიო და სამთო ქარხნები. სამთო საქარხნო მრეწველობის ნაწარმი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გაეტანა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ი. კაკაბაძისა და რამდენიმე ახალგაზრდის ინიციატივით ჭიათურაში საკვირაო სკოლა გაიხსნა. 

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ჭიათურაში ი. კაკაბაძის ინიციატივით გახსნილ საკვირაო სკოლაში ანაზღაურების გარეშე ასწავლიდნენ თვითონ კაკაბაძე, ასევე ბესარიონ ვაშაძე და კარპე მოდებაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ი. კაკაბაძემ შავი ქვის ამხანაგობას ჭიათურის საკვირაო სკოლისთვის დახმარება სთხოვა. ამხანაგობამ სკოლას 100 მანეთი გამოუყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს მცირეწლოვან დამნაშავეთა თავშესაფარში, რომლის დირექტორი კ. შ. ჭყონია იყო, მოსწავლეებს გალობას, წერა-კითხვას და სხვადასხვა ხელობას (ჭრა-კერვას, მებაღეობას, მეწაღეობას, დურგლობას და სხვ.) ასწავლიდნენ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს კ. შ. ჭყონია ზემო ავჭალაში მდებარე მცირეწლოვან დამნაშავეთა თავშესაფრის დირექტორი იყო. 

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ნინუა დანიშნეს მეისრედ სადგურზე „Баку“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის...“).

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1901 წლებში კონსტანტინე ლეონტის ძე გიორგიძე სოფ. ალისმერეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1904 წლებში ლუკა დავითის ძე ჯიშკარიანი სოფ. ახალბედისეულის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სერგო გორგაძე ყაზანის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს რუსულენოვან მაგიდის კალენდარში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსების „პოეტი“, „მას აქეთ, რაკი...“, „გაზაფხული“ და პოემა „აჩრდილის“ ნაწყვეტის („არაგვს“) ივანე თხორჟევსკისეული თარგმანები.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის“ მეათე გამოცემა, რომელშიც დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსები, ნაწყვეტები მოთხრობებიდან და პოემებიდან.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს „სახალხო წიგნის“ სერიით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1916 წლებში თომა ანტონის ძე ქურციკიძე მე­ო­რე ტო­ლის წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ერმალოზ (ერმილე) ივანეს ძე მამარდაშვილი მე­ო­რე ტო­ლის წმ. სა­მე­ბის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1907 წლებში ილია ლავრენტის ძე კაციტაძე კა­ჩა­ე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1900 წლებში ფილიპე გიორგის ძე კანდელაკი სოფ. გვაზაურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ტიმოთე ვასილის ძე გიორგაძე სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1900 წლებში იაკობ სიმონის ძე ყურაშვილი სოფ. გუბისწყლის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ლ იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა შარჟი „საახალწლო ნობათი“ ილია ჭავჭავაძეზე.