საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ოქტომბერს ქართულ თეატრში „გაძარცული ფოსტა” იდგმებოდა. ამ წარმოდგენაში მაკო მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე იღებდა მონაწილეობას.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 25 ოქტომბერს დავრიშევი რკინისგზის მაღაზიაში მივიდა და მოულოდნელად იქ გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ოქტომბერს ა. ფრენკელის თავმჯდომარეობით „იურიდიული საზოგადოების“ წევრთა მორიგი კრება გაიმართა. კრებაზე კავკასიაში ავაზაკობის გავრცელების მიზეზებზე მსჯელობდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ოქტომბერს „იურიდილი საზოგადოების“ წევრთა კრებას კავკასიის მთავარმართებელი გრიგორი გოლიცინი დაესწრო.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წლის 25 ოქტომბერს ვასილ ველიჩკო, გ. ი. გძელიშვილი და გიორგი გვაზავა „იურიდილი საზოგადოების“ წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ვლადიმერ ლესევიჩის ლექციებზე დაგროვილი თანხის ერთი ნაწილი სალიტერატურო ფონდის სასარგებლოდ იგზავნებოდა, მეორე ნაწილი კი – თბილისის პოლიტექნიკუმისთვის.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ივანე ნიკოლოზის ძე მაჭავარიანმა დაიწყო ისტორიული თხზულების „ცნობანი ძველთა ბერძენთა და რომაელთა მწერალთა კავკასიის შესახებ“ თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი აპირებდა საჯარო ლექციის წაკითხვას კანტის „პრაქტიკული გონების კრიტიკის“ შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 ოქტომბერს ქალაქის საბჭომ აირჩია საგანგებო კომიტეტი, რომელსაც თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრა. ი. ი. მალინინი და ბ. პ. ვესელოვზოროვი ამ კომისიის წევრები იყვნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 23 ოქტომბერს ქალაქის საბჭომ აირჩია საგანგებო კომიტეტი, რომელსაც თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრა. კომისიის წევრები იყვნენ გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), მ. ი. თამამშევი და ნ. ნ. ოსტროგორსკი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 23 ოქტომბერს ქალაქის საბჭომ აირჩია საგანგებო კომიტეტი, რომელსაც თბილისის პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრა. ამ კომისიის წევრები იყვნენ: კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი, კ. მ. ალიხანოვი, ნიკოლოზ ვასილის ძე არგუტინსკი-დოლგორუკოვი და პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 23 ოქტომბერს საფეიქრო სახელოსნოს დაარსების გეგმის შესამუშავებლად დაარსდა სპეციალური კომისია, რომლის წევრებად როსინსკი და არტემ ფირალოვი დაინიშნნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 ოქტომბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე ე. ს. მერჟეევსკიმ და არტემ ფირალოვმა გამოთქვეს აზრი ამიერკავკასიაში შინამრწეველობის გასაუმჯობესებლად საფეიქრო სახელოსნოს დაარსების შესახებ. კრების ბოლოს სახელოსნოს თბილისში დაარსება გადაწყდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 ოქტომბერს სოჭში ორკლასიანი სასწავლებლის კურთხევის ცერემონიას გლაგოლევი, ტროპოვი, ხოშტარია და ბოკუჩავა დაესწრნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 ოქტომბერს ქართულ თეატრში უნდა წარედგინათ იერემია გულისაშვილის ოთხმოქმედებიანი თხზულება „ცხოვრება ბრძოლაა”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ფრანგი არქეოლოგი ბარონი დე ბაი განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობოდა ინფორმაციას თამარ მეფის დროის ნაშთებისა და მწერლობის შესახებ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 22 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რკინიგზის უფროსის, ე. ლ. ვედენევის თანამდებობას დროებით აკორენკო ასრულებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაქსიმე შარაძის სტამბაში ახალი წიგნი „ყვავილთა შორის” იბეჭდებოდა, რომელიც გიორგი ტატიშვილის მიერ ხეზე ამოჭრილი სურათებით უნდა გაეფორმებინათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 21 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბათუმის ოლქში ექვთიმე ვაშაკიძე ექიმად დანიშნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მაქსიმე შარაძის სტამბაში ახალი წიგნი „ყვავილთა შორის” იბეჭდებოდა, რომელიც სალომე შუბათელმა თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 ოქტომბერს კორსაკმა სიღნაღში გამოსამშვიდობებელი წარმოდგენა დანიშნა და ბილეთები გაყიდა. ამ ბილეთების გაყიდვით შემოსული ფული აიღო, წარმოდგენა ჩაშალა და ლაგოდეხში გაიქცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 ოქტომბერს გრიგორი გოლიცინი მეუღლესთან ერთად „ხილეულობისა და ბაღოსნობის” გამოფენას ესწრებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 ოქტომბერს ვრასკი და კარნოვიჩი კავკავიდან ეკატერინოდარში გამგზავრებას გეგმავდნენ.