რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ანასტასია წერეთლისა, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 32 მანეთი და ასევე განაცხადეს, რომ შეშის საყიდლად გადაიხადეს 10 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, ეცნობებინათ გამგეობისთვის შეასრულეს თუ არა გამგეობის მინდობილობა სენაკის სკოლის საქმის შესახებ და ასევე, პასუხი გაეცათ იმ წერილების შესახებ, რომელიც გაეგზავნათ მათ ამას წინათ კომიტეტის წევრობის მსურველთა შესახებ. გამგეობამ დ. კარიჭაშვილის მოსაზრება გაითვალისწინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ კეთილარის მღვდელმა ფირცხალავამ, რომ დახმარებოდნენ მის მიერ დაარსებულ სამრევლო სკოლას სასწავლო ნივთებით. გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის თანხმობით კეთილარის სამრევლო სკოლას გაუგზავნა სასკოლო წიგნები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ანასტასია წერეთლისა და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის 1897 წლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დავთარში ჩაინიშნა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ანნა იოსელიანმა დააბრუნა საზოგადოების წიგნსაცავიდან წაღებული ხელნაწერი კარაბადინი და სთხოვა გამგეობას, ეთხოვებინათ კარაბადინის ახალი ხელნაწერები. გამგეობამ პლატონ იოსელიანის ქვრივ ანნა იოსელიანს თანხმობა განუცხადა და 2 თვის ვადით ათხოვა კარაბადინის სხვა ხელნაწერები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს: იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო მთვარელიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კლასებისათვის განკუთვნილი მოსამზადებელი პროგრამების და ამავე სკოლის პედაგოგების არჩევის პროტოკოლის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ დაამტკიცა როგორც მოსამზადებელი პროგრამები, ასევე პედაგოგების არჩევის პროტოკოლი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ელიზბარ ჯაჯანაშვილმა იჯარით გასცა მთაწმინდაზე მდებარე ქალაქის მამული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო კოტე მესხის რეჟისორობით ქართული დრამატული დასის სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლებს: ნატალია დონდაროვას კომედიას „ინჯილერი ან დოხტური“ და აქვსენტი ცაგარლის ფარსს „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ წარმოადგინა ბათუმის სკოლის შენობაზე დახარჯული თანხის ანგარიში. გამგეობამ სკოლას მოსთხოვა, ხარჯების დაწვრილებითი ანგარიში აპრილის დასაწყისამდე წარმოედგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს ახალციხის სახალხო წიგნსაცავის ანგარიში, რომლის თაობაზეც გამგეობამ კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ მადლობა უნდა გამოეცხადებინათ წიგნსაცავის თანამშრომლებისათვის.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ცხინვალის ქალთა ორკლასიანი სკოლის პედაგოგმა მარიამ ხიმშიევმა, რომ სკოლის ღარიბი მოსწავლეებისათვის გაეგზავნათ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ სხდომაზე მიიღეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე გარსევანიშვილის მიერ გამოგზავნილი პედაგოგების რჩევის პროტოკოლები, რომლებიც გამგეობამ განსახილველად კომისიას გადასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე გრიგოლ ტატიშვილმა გამგეობას სთხოვა, დაპირებისამებრ, მისგან შეესყიდათ 200 ცალი ქართული ანბანი, თითო 10 შაურად. გამგეობამ განაცხადა, რომ შეისყიდიდნენ ტატიშვილისგან 50 ცალ ქართულ ანბანს, იმ პირობით, თუ თოთოეულს დაუთმობდა 3 აბაზად.

