რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 იანვარს ავლაბარში გაიხსნა ახალი საავადმყოფო ქუნთრუშის სამკურნალოდ. საავადმყოფოს გახსნას კონსტანტინე სტეფანოვიჩი და ა. ა. ივანენკოც დაესწრნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა ბიოგრაფიული ცნობები იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის შესახებ. იაკობმა 1895 წელს შეირთო ცოლი და ამ წელსვე შეეყარა ჭლექი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა ბიოგრაფიული ცნობები იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის შესახებ. 1866 წელს იაკობი ქართული ენისა და კალიგრაფიის მასწავლებლად დანიშნეს თბილისის რომის კათოლიკეთა ეკლესიის საერო სკოლაში. იაკობს ძალიან უყვარდა თეატრი და 1889 წელს დაიწყო პიესების თარგმნა. დაწერილი აქვს ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „მტარვალი”.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის 1866 წელს სოფელ ვარგავში დაიბადა. ადრე თურმე მისი პაპა გადმოსახლებულა ამ სოფელში ხიზაბავარიდან. იაკობის სწავლა-განათლებაზე ბიძამისი ზრუნავდა, რადგან მამა ღარიბი ჰყავდა. იაკობმა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა და სოფლის მასწავლებლის წოდება მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 იანვარს ქუთაისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, სიმონ წერეთლის მონაწილეობით გამართულ კრებაზე განიხილეს მაისში საზოგადო კრებაზე წარსადგენი თემები: სათავადაზნაურო ფონდის დაარსებისა და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გადაკეთების შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 იანვარს ლუნკევიჩმა ქალაქის საბჭოს კრებაზე თქვა, რომ ქალაქის საყასბო ჩაბარებული უნდა ჰქონოდა სამ ბეითალს იმ პირობით, რომ ყველა თანაბრად იქნებოდა პასუხისმგებელი გამგეობის წინაშე. არც ერთი არ უნდა ყოფილიყო მბრძანებელი და უფროსი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 იანვარს ქალაქის საბჭოს კრებაზე ევანგულოვმა დამსწრეთ მოუწოდა, წინასწარი ზომები მიეღოთ შავი ჭირის საწინააღმდეგოდ, რადგან დაავადება ინდოეთში მძვინვარებდა და დიდი ალბათობით საქართველოშიც გავრცელდებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 იანვარს მღვდლის, ილარიონ იაშვილის სახლში ჩამპალი კოჭების გამო მეორე სართულის იატაკი ავეჯიანად ჩავარდნილა პირველ სართულზე. ამ დროს მეორე სართულზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი, თუმცა ყველანი მსუბუქი ნაფხაჭნებითა თუ დაჟეჟილობებით გამოუძვრა სიტუაციას. გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მათ ბედისწერითა და ღვთის წყალობით გადარჩენილები უწოდეს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 26 იანვარს ვლადიკავკაზში, ოსების ეკლესიაში, გაბრიელ ეპისკოპოსის სულის მოსახსენიებლად წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილობრივმა დიაკვანმა და მღვდელმა წირვა ქართულ ენაზე ჩაატარეს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 26 იანვარს ბორჯომის ერთ-ერთ ეკლესიაში სერგეი დავითაშვილმა გაბრიელ ეპისკოსის სულის მოსახსენიებლად ქართულ ენაზე წირვა აღასრულა და პანაშვიდი გადაიხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 იანვარს ფილო ჭიღლაძემ „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში წარადგინა საოლქო სასამართლოს განაჩენი, რომელშიც ჩანდა, რომ ის სასამართლომ გაამართლა. ფილო ჭიღლაძეს თავისი სახლისთვის ცეცხლის წაკიდება ედებოდა ბრალად, რის შესახებაც „ცნობის ფურცლის“ ძველ ნომერში ეწერა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 იანვრისთვის განჯის კლუბის დაბრაზში დაგეგმილი იყო საქველმოქმედო საღამო. საღამოზე უნდა წარედგინათ კომედია „მე მინდა კნეინა გავხდე”. მთავარ როლებს ვასო აბაშიძე და ნატო გაბუნია ასრულებდნენ. წარმოდგენის შემდეგ ქართული სიმღერები უნდა შეესრულებინა ბ. ბეჟანიშვილის მიერ შედგენილ ქალ-ვაჟთა გუნდს. საღამოს გამგეთ აირჩიეს ალექსანდრა გიორგის ასული ყანჩელისა. მსურველებს მის სახელზე უნდა გამოეგზავნათ ნებისმიერი სახის შემოწირულობა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 იანვრისთვის დანიშნული იყო თავად-აზნაურთა საგანგებო კრება, რომელზეც უნდა განეხილათ სამეურნეო სკოლასთან დაკავშირებული საკითხები. სამეურნეო სკოლის გასახსნელად ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურებს აჩუქა თავისი მამული. კრების წინამძღოლი იყო კონსტანტინე მუხრანბატონი.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 23 იანვარს სურამში გაქურდეს ნიკო და გიგა ბებიაშვილების სახლი. ქურდობა გლეხებს – ვასო გაგლოშვილსა და ნიკო ტბაურს ბრალდებოდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 იანვარს ბაქოში უნდა გამართულიყო ქართული საქველმოქმედო საღამო, რომელსაც მარიამ ღოღობერიძე გაუძღვებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 იანვარს „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ კავკასიის მთავარმართებელი გოლიცინი მომავალ კვირას პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსვლას აპირებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 იანვარს გიგო ჯანაშვილი პოლიციელებმა მტკვარში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, 22 იანვარს გიგო ჯანაშვილი დამთვრალა და მდინარეში კლდიდან გადავარდნილა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 22 იანვარს ოლქის სასამართლოში გაირჩა მარიამ ქარუმიძის საქმე, რომელსაც ბრალს დებდნენ მუცლის მოშლაში. ქალს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როდესაც ბრალდებულმა ეს გაიგო, ჯიბიდან შუშის ნაჭერი ამოიღო და ყელის გამოჭრა დააპირა, თუმცა თავის მოკვლა ვერ მოასწრო. მარიამი შეაჩერეს და დააპატიმრეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 იანვარს ყარსის საკრებულოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად ქართული საღამო უნდა გამართულიყო. ამ საღამოსთვის იდგმებოდა ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.“
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 იანვარს ბობნევის სამრევლოს მედავითნე და მთავარი დიაკონი მოსე კავკასიძე დაითხოვეს საეკლესიო რიტუალების ხშირად გაცდენის გამო.

