საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 მარტს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიღნაღის ბოქაულმა, ივანე ნასიძემ „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის გადასაცემად ოთხი ძველი ნივთი მიიტანა, რომლებიც ქიზიყში, სოფელ მაღაროში, ეპოვა. ნივთებს შორის იყო ხანჯალი, ბუშტი, პატარა ვარსკვლავი და ისარი.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქ. სიღნაღის საქალებო სასწავლებლის პედაგოგს, ყაზახოვისას სიღნაღში დიდი რაოდენობით აბრეშუმის ჭიის მოყვანა ჰქონდა განზრახული.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოთის საბჭოს შუამდგომლობის თანახმად, ხილკოვი ფოთის საპატიო მოქალაქეთა სიაში ჩაირიცხა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ გრიგორი გოლიცინი ყოველდღე ხან ფეხით, ხანაც ეტლით ათვალიერებდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილს, აკვირდებოდა მუშებს და მათ ნამუშევარს.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატა იხილავდა ქურდობაში ბრალდებულ მიხეილ ელერჯიას საქმეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნიკოლოზის ზურაბის ძე ჭავჭავაძის მემკვიდრეებმა ალექსანდრე როინიშვილს ქართული ეროვნული მუზეუმისთვის განსვენებულის მიერ დანატოვარი ათი ნივთი გადასცეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 მარტს ბახვში პავლე იესეს ძე დოლიძემ ალექსანდრე ანდღულაძე მოკლა.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1897 წლის 21 აპრილს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 25 ცალი იოსელიანის „ლოცვანი“, თითო − 16 კაპიკად, სულ − 4 მან., 100 რვეული − 4 კაპ. − 4 მან., 25 ცალი იოსელიანის „საღვთო ისტორია“ − 40 კაპ. − 10 მან., ჯამში 18 მანეთის.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 მარტი“ („კარგა ხანია, რაც აქაურმა რუსულმა გაზეთებმა გამართეს...“).

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 მარტს გამართულ ქალაქის სასკოლო კომიტეტის თათბირზე გადაწყდა, ავლაბრის სკოლის ზედამხედველად ქალაქის სახელოსნო სასწავლებლის მეთვალყურე აღნიაშვილი დაენიშნათ.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 19 მარტს კიევში დავით წერეთელი გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ახალციხეში ილია ჭავჭავაძის იუბილესთვის ემზადებოდნენ და თანხას აგროვებდნენ. ღონისძიებას ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ა. მატიევიჩი ნატანებში ნავთის ქარხნის დაარსებას აპირებდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილის ძმა იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უდეს, არალის და ვალეს მოსახლეობამ, რომ მათთვის გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა, რომლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იქნებოდნენ: სიმონ ბალახოვი, გრიგოლ აღოშევი, ივანე მერაბიშვილი, გიორგი ზაალიშვილი და პეტრე აღოშევი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ უდეში გაეხსნათ სახალხო ბიბლიოთეკა მთავრობის ნებართვით, ასევე დაემტკიცებინათ სამზრუნველოს წარმოდგენილი წევრები და სამკითხველოს მოსაწყობად სამზრუნველოსთვის გაეგზავნათ 18 მანეთი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, დავით ილიას ძე აბაშიძე ქუთაისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ახრახაძე ახალციხის სამაზრო სასამართლოს თარჯიმნად მუშაობდა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გარდაიცვალა ახალციხის სამაზრო სასამართლოს თარჯიმანი ახრახაძე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ახრახაძე რამდენიმე თვის განმავლობაში ახალციხის მაზრის ბოქაულის თანამდებობას ასრულებდა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცელი“ იუწყება ახალციხის სამაზრო სასამართლოს თარჯიმნია, ახრახაძის გარდაცვალებას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 მარტს გერმანელთა სკოლის დარბაზში თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორ ვ. ნ. პავლოვის თავმჯდომარეობით თბილისელ მასწავლებელთა კრება გაიმართა. კრებაზე უცხო ენის ბუნებრივი მეთოდით სწავლების შემოღებაზე იმსჯელეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში ნიკოლოზ ჭავჭავაძის პანაშვიდი გადაიხადეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს გურიის თავადაზუნრთა კრებაზე თ. ნ. თავდგირიძემ წამოაყენა წინადადება საზოგადოების დაარსების შესახებ, რომელიც უნდა გაძღოლოდა ოზურგეთსა და ნატანებს შორის ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანის საქმეს. კრების თითქმის ყველა დამსწრე ჩაეწერა ამ საზოგადოების დამფუძნებელ წევრად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს ოზურგეთში გაიმართა თავად-აზნაურთა კრება, რომელზეც განიხილეს ოზურგეთსა და ნატანებს შორის რკინიგზის გაყვანის საკითხი. კრებას უძღვებოდნენ სიმონ დავითის ძე გუგუნავა, ნიკო თავდგირიძე და გრიგოლ ჯაყელი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 16 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სიმონ დავითის ძე გუგუნავა ოზურგეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.