რეგისტრირებული ფაქტები90649
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას უნდა დაეწყო სამზადისი დეკემბერში სალიტერატურო სალამის გამართვასთან დაკავშირებით. გამგეობამ კონცერტის ორგანიზება ოლღა ჭავჭავაძეს დაავალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფ. რ. კორძაიას მასწავლებლობის დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ჩიჩიბაია ბაღდათის განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მღვდლიევი ლეჩხუმის განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გძელიშვილი თიანეთის მაზრის სოფლის ექიმი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცელი” წერს, რომ გძელიშვილი ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთათელაძე ოზურგეთის მაზრის ექიმი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთათელაძე ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მღვდლიევი კოლეგიის ასესორი გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 11 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ჩიჩიბაია კოლეგიის ასესორი გახდა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 10 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ არშაკ და ბაგრატ თუმანიანცების საქმე განიხილა. მათ სხვისი მამულის ბანკში დაგირავება ედებოდათ ბრალად. ოლქის სასამართლომ თუმანიანცები დამნაშავეებად სცნო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლოს ბოქაულის განცხადებით სიმონ ზაზას ძე ლაზაშვილის თბილისში მდებარე მამული უნდა გაეყიდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის რკინისგზის ტექნიკურ სასწავლებელში წლიური აქტი გაიმართა, რომელზეც მეორე კლასის მოსწავლეები ივ. ვარაზიშვილი და ს. პაიჭაძე წარჩინებული სწავლისთვის დააჯილდოვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში წლიური აქტი გაიმართა, რომელსაც ფრეზე, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი და სხვა გამოჩენილი ფიგურები დაესწრნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლო მოხელეებმა და ქალაქის მომრიგებელმა მოსამართლეებმა თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვს სადილი გაუმართეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიხეილ ხორბალაძე თბილისის მაზრის მომრიგებელ სასამართლოში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მელიტონ კელენჯერიძეს თერჯოლაში სკოლის დაარსებას სთხოვდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ალექსანდრე კავსაძის ქართული საერო ხოროს კონცერტი უნდა გამართულიყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში ალექსანდრე კავსაძის საერო ხორომ კონცერტი გამართა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამურზაყანოში მ. პაპასკუა ყრილობაზე წინადადებებით გამოვიდა და ხალხს მოუწოდა, რომ გზები და ხიდები შეეკეთებინათ.

