საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ იანვარს ცხინვალის განყოფილებას, რომლის მდივანი იყო არჩილ დედანაშვილი , 31 დამფუძნებელი წევრი ჰყავდა. წლის განმავლობაში განყოფილებამ 69 ახალი წევრი მიიღო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ გადილიას თხოვნა მაღაზიის ნოქრის, რუსუდან ზაალიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნატალია გიგაურმა-გაბაშვილისამ განსახილველად წარადგინა ივანე ტურგენევის „მამებისა და შვილების“ თარგმანი. გამგეობამ გადაწყვიტა, ნაშრომი განსახილველად რეცენზენტისთვის გადაეცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის დადგენილება მაღაზიის გამგის მოწვევისა და მისთვის თვიურად 6 000 მანეთის დანიშვნის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს 3 მილიონამდე შემოსავალს ვარაუდობდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოებამ ჯამაგირებზე 216 003. 24 მანეთი დახარჯა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ლი ივლისიდან კრებაზე დამსწრე გამგეობის თითოეული წევრისთვის 100 მანეთი და 33 კაპიკი გადაეცათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, გორში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს 50 000 მანეთით დახმარებოდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ 1-ელი თებერვლიდან ბიბლიოთეკარისთვის 3 500 მანეთი დაენიშნათ, ბიბლიოთეკარის თანაშემწისთვის – 3 000, მუზეუმის დარაჯისთვის – 500, კანცელარიის პირველი მსახურისთვის – 2 500, მეორე მსახურისთვის – 2 000, მაღაზიის მსახურისთვის კი – 2 500 მან. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს იპოლიტე ვართაგავა, ქრისტინე შარაშიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, მეთოდე კაკაბაძე, ვარლამ ბურჯანაძე და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს სურენ (თადეოზ) თადეოზის ძე კურეგიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ალექსანდრე მოვსესის ძე მარქარიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე ალექსანდრე მოვსესის ძე მარქარიანცი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ქალაქ თბილისის მოქალაქის შვილი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ალექსეი გერასიმეს ძე მარტიროსიანი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: სტატუსი

1920 წელს თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლე ალექსეი გერასიმეს ძე მარტიროსიანი იყო ეროვნებით სომეხი, აღმსარებლობით გრეგორიანელი, სოციალური წოდებით ქალაქ თბილისის მოქალაქის შვილი.