საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. ფაღავამ შეატყობინა მთავარი გამგეობის მდივანს, რომ ზუგდიდელებმა ადგილობრივი განყოფილების გახსნა სწორედ მისი იმედით ითავეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ზუგდიდის განყოფილებას მოქმედება უკვე დაუწყია. ოღონდ, იმის გამო, რომ საჭირო ცნობა გვიან მიუღიათ, იმ წელს ზუგდიდელებს მხოლოდ წიგნები და ბეჭდები შეუძენიათ და შემდეგი წლის გეგმა შეუდგენიათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ სთხოვა საზოგადოების წესდების რამდენიმე ნიმუშისა და სკოლების სანიმუშო პროგრამების გამოგზავნა, რადგან ზუგდიდში, პირველ რიგში, დაწყებითი სკოლა უნდა გახსნილიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ზუგდიდის ოლქში, განსხვავებით სხვა ოლქებისგან, რუსული და მეგრული ენა სჭარბობდა. ზოგიერთი იქაური ინტელიგენტი თავის თავს მხოლოდ მეგრელად აღიარებდა და მეგრული წერა-კითხვის შემოღების მომხრე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა ეკითხებოდა, საჭირო იყო თუ არა ოფიციალური წერილისა და ზუგდიდელების კრების ოქმების ასლების გამოგზავნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 ინისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების კრებამ დაამტკიცა 5 ივნისს კომისიის მიერ არჩეული განყოფილებათა რწმუნებულები: ზოტიკე ჩიქვილაძე, ვლადიმერ სამხარაძე, სერგო გორგაძე, სიმონ კვინიხიძე, სოლომონ დოლიძე, მონასე გოგუაძე, სოლომონ თავაძე და დავით ფიცხელაური.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ნოემბერს, დღის 12 საათზე გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება, რომელსაც დაესწრნენ: თავმჯდომარის მოადგილე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა, გამგეობის წვერები – გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და 92 ნამდვილი წევრი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის ხელმძღვანელობითა და დახმარებით საზოგადოება ბევრჯერ გადაურჩა მოსალოდნელ საფრთხეებს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი სამაგალითოდ ხელმძღვანელობდა საზოგადოების კანცელარიას, გამგეობის კრებებს, სექციებს და მისი თანამდებობიდან წასვლა დიდი დანაკლისი იქნებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს გაიმართა საგანგებო კრება, სადაც გადაწყდა, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის ეთხოვათ არ დაეტოვებინა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა დამსწრე წევრებს შესთავაზა წინადადება, აერჩიათ სპეციალური დეპუტაცია და ამ დეპუტაციის საშუალებით ეთხოვათ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის არ დაეტოვებინა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს თუ დასვენება სურდა და ამ მიზეზით ტოვებდა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობას, მაშინ საზოგადოების წევრებს არ უნდა დაეძალებინათ მისთვის სამსახურში დარჩენა. მათ უნდა აერჩიათ იგი საპატიო თავმჯდომარედ და ფორმალურად მომუშავე თანაშემწის სტატუსი მიენიჭებინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს პორფირე წიქვაძის, თევდორე კიკვაძის, პლატონ ლეჟავასა და ჯგუფი „ერნის“ მიერ წარმოდგენილი რწმუნებულთა ასარჩევი სია.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: სიმონ ასლანის ძე ჩიკვაიძე, ილარიონ დარისპანის ძე ჩიკვაიძე, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ჩერნიშოვი, ანა იაკობის ასული ჭიაურელი, კოტე გიორგის ძე ჩუგუნიძე, სიმონ ჩინჩალაძე, დავით ბეჟანის ძე ჩხეიძე, იოსებ ილიას ძე ჩიტოშვილი და ილარიონ სიმონის ძე წითლანაძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ევგენი გრიგოლის ძე ჭუბაბრია, დიომიდე ოქროპირის ძე ჭაია, ვლადიმერ პლატონის ძე ჭანტურია, მიხეილ გიორგის ძე ჭელიძე, დავით ივანეს ძე ჭელიძე, ვასილ გიორგის ძე ხავთასი, იოსებ სიმონის ძე ხუხუნაიშვილი, სტეფანე იოსების ძე ხიზანოვი, პავლე გიორგის ძე ხეთაგაშვილი და გრიგოლ გასპარის ძე ხეჩუაშვილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ჯაფარიძე, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჯავახიშვილი, ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე, იოსებ ჯანაშვილი, ანტონ ჯანაშვილი, პავლე ჯანაშვილი, სერგო დავითის ძე ჯაფარიძე და ევგენია ჯანდიერი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ჯიშკარიანი, დიმიტრი ივანეს ძე ჯაფარიძე, იასონ ლევანის ძე ჯორბენაძე, ელისაბედ ჯაფარიძე, იროდიონ ვასილის ძე ჯაფარიძე, ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე, სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია, ივლონ ჯორჯიკია და პროკოფი ჯორჯიკია.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ლავრენტი ივანეს ძე ჯიბლაძე, შალვა მელიტონის ძე ჯაოშვილი, მართა ჯაბადარი, ერმილე გრიგოლის ძე ჯავროვი, ხერა ჯაგიზადე, ივანე ნიკოლოზის ძე ჯორჯაძე, დავით სპირიდონის ძე ჯუმუხაძე, რაჟდენ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი, თამარ ირაკლის ასული ჯორჯაძე და გიორგი დავითის ძე ჯანდიერი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ხიზანიშვილი, პანტელეიმონ გიორგის ძე ხმალაძე, დავით ვასილის ძე ხიმშიაშვილი, არჩილ გიორგის ძე ჯინჭარაძე, შალვა ალექსის ძე ჯუღელი, გრიგოლ ესტატეს ძე ჯვარშეიშვილი, კალისტრატე ბიჭიას ძე ჯაფარიძე, ივანე ანდრიას ძე ჯანაშვილი, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ჯაველიძე და თამარ პავლეს ასული ჯარიაშვილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანოძე, მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი, ქეთევან ბურჯანაძე, ეკატერინე იოსების ასული ბაქრაძე, თამარ ლევანის ასული ბურჯანაძე, ელისაბედ ამირანის ასული ბურჯანაძე, ნინო დემურიშვილი, დავით სვიმონის ძე პავლიაშვილი, თეოფილე ლეონტის ძე გოლიაძე, ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: პარმენ გიტოს ძე ჭანიშვილი, მალაქია გრიგოლის ძე სირაძე, სოფიო გიორგის ასული ჩიტაძე, არსენ იორდანის ძე სულაძე, გრიგოლ სერგოს ძე ლორთქიფანიძე, გიორგი ესტატეს ძე მუმლაძე, დავით ჯმუხაძე, მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი, გრიგოლ გორდელაძე და პიმენ მოსეს ძე გაჩეჩილაძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები, რომლებმაც საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ნესტორ მაჭარაშვილი, თეოფილე ფარსადანის ძე მღვდელაძე, გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილი, ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე, მალაქია გლახას ძე ნატბელაძე, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი, კონსტანტინე ოდიშარია, ნიკოლოზ გრიგოლის ძე პეტრიაშვილი, პავლე ნიკოლოზის ძე ჟორჟიკაშვილი და გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები, რომლებმაც საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ელენე ნესტორის ასული მაჭარაშვილი, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე, ანა ნიკოლოზის ასული მერკვილაძე, ლუკა მაღრაძე, პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მაჭავარიანი, ლევან ვახტანგის ძე მაჭუტაძე და პეტრე მალაქიას ძე მახარაძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები, რომლებმაც საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: ბართლომე ალექსანდრეს ძე კილაძე, დავით საბას ძე ლიპარტელიანი, არჩილ ლუკიანოვი, გიორგი ესტატეს ძე ლომაძე, მართა თარხანის ასული ლომაძე, მიხეილ ესტატეს ძე ლომაძე, არსენ ესტატეს ძე ლომაძე, ალექსანდრა მიხეილის ასული ლომაძე, იულონ ნიკოლოზის ძე ლომოური და გრიგოლ ერმალოზის ძე ლაღიძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები, რომლებმაც საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: იოსებ გრიგოლის ძე ზუბალაშვილი, ვასილ ნიკოლოზის ძე ზურაბიშვილი, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი, ბესარიონ კონსტანტინეს ძე თალაკვაძე, ვასილ პავლეს ძე თუმანიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილი, ტარიელ დავითის ძე კეზელი, სარდიონ ბესარიონის ძე კიკნაძე და გიორგი თევდორეს ძე კუნდუროვი.