რეგისტრირებული ფაქტები92171
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძე გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1866
ტიპი: განათლება
1866 წელს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 10 ადგილი გამოთავისუფლდა ახალი მოსწავლეებისთვის. გიმნაზიაში სწავლის დაწყება შეეძლოთ 9-15 წლის ბიჭებს, თუმცა აუცილებელი იყო გამოცდის ჩაბარება. გამოცდის ჩასაბარებლად გიმნაზიის დირექციამ ზაქარია არჯევანიძე, ევგენი ლისოვსკი და იოჰან ბლუმბერგი დაიბარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დიმიტრი ჟვანიამ ზუგდიდის წვრილ და მსხვილ მემამულეთა კრებაზე პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სერგი ლუკას ძე ბახტაძეს ქუთაისში სკები ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე ექიმმა კაპიტონ მეუნარგიამ აღნიშნა, რომ კიტა აბაშიძის რუსეთის პარლამენტში ყოფნა საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე დიმიტრი ჟვანიამ თავი ვლადიმერ მიქელაძის მომხრედ გამოაცხადა, რის გამოც მას ყუთი არ დაუდგეს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის ივლისიდან 1868 წლის ივლისამდე მიხეილ რომანოვის ნებართვით იმ ჯარებისთვის, რომლებიც ყუბანის მაზრაში მსახურობდნენ, გეორგიევსკისა და პიატიგორსკის გარემოში საჭირო სურსათ-სანოვაგე უნდა მიეწოდებინათ. ამისთვის 1866 წლის 24 აგვისტოს სამხედროებისთვის მისაწოდებელი სურსათ-სანოვაგის ხარჯები სტავროპოლის სახაზინო პალატიდან უნდა დაეფარათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს ეკლესიაში ციხემისჯილმა სოლომონ თავაძემ ჯვარი დაიწერა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ ბეჟანეიშვილი კიტა აბაშიძის მომხრე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდის წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებში გამარჯვებული კალისტრატე კობახიძე უპარტიო იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში გრიგოლ გველესიანი სახლის ქვედა სართულს – 7 ოთახს აქირავებდა.
1893
ტიპი: მფლობელობა
1893 წელს მიხეილ სტეფანეს ძე ბეთანიშვილს ბათუმში ჰქონდა ბაღი, რომელშიც ტროპიკული მცენარეების ნერგებს ახარებდა და ყიდდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე მუშნი და ჯვებე დადიანებმა საზოგადოებას კიტა აბაშიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის მაისში ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ შვეიცარიაში მყოფი ქართველების სახელით გაზეთ „კვალის“ რედაქციას გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამდა ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალების გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ 6 იანვარს, ორშაბათს, თბილისის „კრუჟოკის“ დარბაზში ბარბარე გიორგის ასული ბარათაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა მეჯლისი სათავადაზნაურო სკოლის სასარგებლოდ. ბილეთები იყიდებოდა შავერდოვის სააგენტოში და ღირდა ორი მანეთი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რაფიელ დავითის ძე ერისთავი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ დაიბეჭდა სურათებიანი წიგნი სახელწოდებით „შალვას თაგადასავალი“, რომლის ფასიც 20 კაპიკი იყო და იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში.

