რეგისტრირებული ფაქტები80266
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ივანე გაფრინდაშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ქეთევან წინამძღვრიშვილისა ზაქათლის დედათა სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის ჭრა-კერვის მასწავლებლები იყვნენ: სარა გიორგაძე, ეკატერინე მარკოზაშვილისა და მისი მოადგილე ნინო კობახიძე. ეკატერინე მარკოზაშვილისა თებერვალში სამსახურიდან წავიდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის სექტემბერში ალექსანდრა ერაზმის ასულმა გვარამაძისამ ქალთა განათლებისთვის სოფელ რუისში ქალთა საზოგადოება დააარსა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს კაპიტანი კირილე ქუთათელაძე თბილისის საიუნკერო სასწავლებლის საქმისმწარმოებელი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ელისაბედ ციცქიშვილი, გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი და სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის მასწავლებლები იყვნენ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის საქართველოს კალენდრის მიხედვით, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე მასწავლებლად მუშაობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის თხოვნა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის გამოსაცემად რვა თვით ხელნაწერის გაგზავნის შესახებ. საზოგადოება დათანხმდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, 371 ნამდვილი წევრი ჰყავდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 სექტემბერს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და სერგი რომანოზის ძე გორგაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თამარ ძნელაძის თხოვნა სტიპენდიის ერთი წლით გაგრძელების შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, 26 სხდომა გამართა და 62 საქმე განიხილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხანძრისგან მიყენებული ზარალის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების თავმჯდომარე ეპიფანე ჩხაიძემ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების დაწყების აუცილებლობის გამო ქართული ენის კურსების მოწყობა განიზრახა.
1896
ტიპი: თანამდებობა
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სეკრეტარები იყვნენ ნოდარ ჯორჯაძე და იაკობ მანსვეტაშვილი.