რეგისტრირებული ფაქტები80262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 68 მოსწავლიდან (ვაჟი – 67, ქალი – 1. 13-მა ბავშვმა უსახსრობის გამო სწავლა მიატოვა) 38-ს მათი შეძენა არ შეეძლო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ვასილ გიორგის ძე ქუმსიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ზაალ დავითის ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების მოლარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, დ. დ. ცისკარიშვილი, ალექსანდრე გიორგის ძე როინაშვილი და ვასილ ალექსის ძე კაიშაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს დავით სვიმონის ძე ვაშალომიძე და ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩხუბიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ისიდორე დავითის ძე დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი ამ განყოფილების სარევიზიო კომისიაში იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ბაგრატ ფილიპეს ძე ნამიჭეიშვილი, ბესარიონ ივანეს ძე ნადირაძე, პლატონ ლუკას ძე აბაშიძე და ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს სიმონ პარმენის ძე ნიკოლეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი გრიგოლ დავითის ძე მაისურაძე ამ განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: იაგორ კონსტანტინეს ძე მესხი, დიმიტრი ლაზარეს ძე ბელთაძე და სვიმონ ექვთიმეს ძე ბურკაძე.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილება გაიხსნა. მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მელქისედეკ პავლეს ძე ხელაძე, მუშაობა დაიწყო პირველ ივლისს და წლის ბოლომდე 5 საქმე განიხილა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მელქისედეკ პავლეს ძე ხელაძე, 70 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მელქისედეკ პავლეს ძე ხელაძე, შემოსავალი 539. 52 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 145. 52. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 394 მანეთი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე ავალიშვილის მიმართვის საფუძველზე ახალ გამგეობას მასწავლებლებისთვის ჯამაგირის გასაზრდელად საჭირო ხარჯების აღრიცხვა დაავალა. სამინისტროს მიერ დადგენილი თანხის მოძიება ახალ გამგეობას მთავრობისთვის უნდა ეთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების თანახმად გასცა განკარგულება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სასწავლებელი განათლების სამინისტროს განკარგულებაში გადასულიყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიის დროებითი დირექტორი მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქეთევან მიხეილის ასული ფურცელაძე, ლეონტი სტეფანეს ძე ქებურია, აკაკი კონსტანტინეს ძე ქაჯაია, მ. გ. ქათამაძე, ნიკოლოზ მოსეს ძე ქიქოძე და ს. ი. ყაზახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მიხეილ როსტომის ძე ჩხატარაშვილი, ონ. ან. ჩოლოყავა, კ. ს. ჩინჩალაძე, გ. მ. ჩარექაშვილი, კ. ვ. შენგელია და დ. ზ. ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა შალვა მესხიშვილს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სასწავლებლების აღრიცხვა და განათლების სამინისტროსთვის გადაცემა სთხოვა.