რეგისტრირებული ფაქტები91435
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც უკვე პარიტეტული კომიტეტიც მოიაზრებოდა და ხშირად გამათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, საბოლოოდ 1922 წლის სექტემბრის სხდომაზე გაფორმდა.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1923 წლებში ვარდენ წულუკიძე ანტიბოლშევიკური და ანტისაოკუპაციო შეთქმულების „სამხედრო ცენტრის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ვარდენ წულუკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ვარდენ წულუკიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების უკანასკნელ ფორმალურ მთავარსარდლად დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობაზე სამსახური არ დასცალდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ვარდენ წულუკიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოხერხდა ბათუმისა და აჭარის ნაწილის გათავისუფლება თურქ ქემალისტთა მე-15 საარმიო კორპუსის ჯარებისგან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ბათუმის ბრძოლაში ვარდენ წულუკიძე გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობის ერთ-ერთ მიმართულებას მეთაურობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის ვარდენ წულუკიძე თებერვალ-მარტში ბათუმის გამაგრებული რაიონის უფროსი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ვარდენ წულუკიძე სამხრეთ საქართველოში გაშლილი მე-3 ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს პირადი შემადგენლობის განყოფილების უფროსად მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
ფრონტზე მიღებული საბრძოლო ჭრილობის გამო, 1916-1917 წლებში ვარდენ წულუკიძე იმყოფებოდა ჯერ მინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, შემდეგ – კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლიდან ვარდენ წულუკიძე იმიერკასპიისპირეთის მე-8 მსროლელ ბატალიონში მსახურობდა.

