საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88778

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ინჟინერმა ე. ლ. ვედენეევმა უმაღლეს მთავრობაში განცხადება შეიტანა რკინიგზის თანამშრომლებისთვის მიწების შეძენის გამარტივების თაობაზე. მიწის საფასური რკინიგზის სამმართველოს უნდა გადაეხადა და შემდეგ მფლობელისთვის ხელფასიდან დაექვითა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში ექვთიმე ხელაძის სტამბაში რუსულად დაწერილი ილია ხონელის წიგნი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში ბორჩალოს მაზრის უფროსის უმცროსი მოადგილე ალ. აფხაზი თელავის მაზრის უფროსის უფროს მოადგილედ დაინიშნა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში ქუთაისში სტეფანე ხოჯივანიშვილის მიერ შედგენილი წიგნაკი გამოიცა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში თელავის მაზრის უფროსის უფროსი მოადგილე ინდუევი ახალქალაქში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში გორის სემინარიის დირექტორმა ალექსანდრე სლოვინსკიმ სემინარიის მოსწავლეთა კარგი მასპინძლობისთვის წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველს, ილია წინამძღვრიშვილს მადლობა გადაუხადა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ფრანგი მეცნიერი შანტრი სამეცნიერო კვლევისთვის თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში თბილისის გუბერნატორმა გრიგოლ ნახშუმოვი და გიორგი ოქროპირიძე დეპუტატებად დაამტკიცა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის ნოემბერში პოლიციელ საღურ-ოღლის მკვლელობასა და იუნკერ შერვაშიძის დაჭრაში ბრალდებულები ქვემო აჭარის უფროსთან თვითონ გამოცხადდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში კიწიას დეპუტატის, ხუხუას სახლს ავაზაკები დაესხნენ თავს და გაქურდეს.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის ნოემბერში დუშეთში ამირაღოვს თავისმა გამყიდველმა, ალექსანდრე შავერდოვმა მაღაზიიდან 50 თუმანი მოჰპარა. დამნაშავემ დანაშაული აღიარა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაბეჭდილ წერილში მღვდელი დიომიდე ჩხაიძე საზოგადოებას ლანჩხუთის საკვირაო სკოლისა და სახალხო სამკითხველოსთვის თანხითა და წიგნებით დახმარებას სთხოვდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში ნინო თულაშვილისა და სიმონ დვალიძის მამულის თაობაზე წამოჭრილი დავა უნდა განეხილათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში განიხელეს თბილისის ოლქის სასამართლოს დადგენილება მაკა ენგიბაროვისა და იაკობ ოსკანოვის საქმეზე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საბჭოს მუდმივი საფინანსო კომისიის პირველ კრებაზე საფინანსო კომისიის თავმჯდომარედ ა. ს. ბაბოვი აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 31 ოქტომბერს გონოვის ქუჩაზე მდებარე თამამშევის სახლში მცხოვრებ გენერლის ცოლს გივარბულ ალახვერდოვმა ფაფახი და ქურთუკი მოჰპარა. დამნაშავე იქვე დააკავეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 31 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოში მუდმივი საფინანსო კომისიის პირველი კრება გაიმართა. ქალაქისთავის მოადგილე ა. ა. ივანენკო ოჯახური პრობლემების გამო კრებას ვერ დაესწო. ივანენკოს ნაცვლად სხდომა გამგეობის წევრ ქ. ა. ვერმიშოვის თავმჯდომარეობით გაიმართა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 31 ოქტომბერს სიმონ აბრამოვმა იაკობ ზილბერბერგის აგურის ქარხნის კანტორის გამგეს, პეტრე ნაიმოვს 300 მანეთი მოჰპარა და მიიმალა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 31 ოქტომბერს საშაბუროში დავით კეზელის მოსამსახურეებმა ბარამ შაბურიშვილი მოკლეს, მისი ვაჟი კონსტანტინე კი დაჭრეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 31 ოქტომბერს ბარამ თეიმურაზის ძე შაბურიშვილმა თავის საბალახოზე დავით კეზელის 6 ღორი დაიჭირა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 31 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე სარაჯიშვილს მისწერა, რომ თანახმა იყო „ივერიის“ თანარედაქტორად მის დანიშვნაზე და მოვალეობების თანაბრად განაწილება შესთავაზა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 30 ოქტომბერს კოლბასინმა სასამართლო პალატას ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმე გააცნო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ნატო გაბუნია-ცაგარლისას და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით სპექტაკლი „დროებითი სიყვარული“ დადგა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „მე მინდა კნეინა გავხდე“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვიქტორ გამყრელიძე, ივანიძისა, ვასილ აბაშიძე, კოტე მარჯანიშვილი, შათირიშვილი, ადამიძე, ივანე კარბელი, მარიამ საფაროვი, ნიკოლოზ თამაზიშვილი და სხვ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 30 ოქტომბერს მხატვარი გიორგი გაბაშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრთა კრებაზე იყო მიწვეული.