საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88778

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 23 ოქტომბერს პეტერბურგში რუსეთის ფუტკრის მომშენებელი საზოგადოების კრება გაიმართა. სხდომას კავკასიის ფუტკრის მომშენებელი სამმართველოს თავმჯდომარემ, ნ. ნ. შავროვმა შესთავაზა, რომ მომავალ წელს კრებები გაემართათ თბილისში, კავკავში, ეკატერინოდარში და სხვ. კრებამ შავროვის წინადადება მოიწონა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 23 ოქტომბერს კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონმა სათავადაზნაურო სკოლის მმართველ კომიტეტთან ერთად სკოლისთვის პანსიონის ასაშენებლად განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 23 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ბარბარე ავალიშვილის, კოტე ყიფიანის, ალექსანდრა კარგარეთელის, ბარამიძის, გედევან გედევანოვის, კოტე მარჯანიშვილის, კანდელაკის, ადამიძის, ივანე კარბელის, შაქრო საფაროვისა და სხვ. მონაწილეობით სპექტაკლი „მბჟუტავნი ცეცხლნი“ დადგა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 22 ოქტომბერს რუსეთიდან ჩამოასვენეს ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი ახალ სენაკში დაკრძალეს.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 22 ოქტომბერს ტრიფონ კალანდარიშვილმა ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 22 ოქტომბერს არისტო კალანდარიშვილმა ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანის პანაშვიდი გადაიხადა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ოქტომბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გრაფი ტატიშჩევი, კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე ამილახვარი და სხვ. სიონის ტაძარში ნიკოლოზ II-ის გამეფების თარიღის აღსანიშნავ სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ოქტომბერს, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე რომანოვის გამეფების სადღესასწაულო დღეს, სიონის ტაძარში ეგზარქოსმა ვლადიმერმა გორის ეპისკოპოს ალექსანდრესთან ერთად წირვა და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წიგნი, რომლის მიხედვით სოფელ თაქლაში მცხოვრებ ნავრუზა ყურბან-ოღლის საგურამოში მისი პირუტყვის მოვლა ევალებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 20 ოქტომბრიდან ფ. თავდგირიძის ინიციატივით სუფსის სამრევლო სკოლაში კვირაში ორჯერ სახალხო კითხვის დღეები ეწყობოდა. მსმენელისთვის თვითონ თავდგირიძეც კითხულობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის ინტელიგენციამ სხდომა გამართა ქართული გაზეთის დაარსების შესახებ. კრების გადაწყვეტილებით, გაზეთისთვის „შრომა“ უნდა დაერქმიათ, რედაქტორი პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი უნდა ყოფილიყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 20 ოქტომბერს რომანოზ იაგორის ძე ჯავახიშვილმა პოლიციაში განაცხადა, რომ მოსამსახურემ 152 მანეთი მოჰპარა და გაიქცა. პოლიციამ მოსამსახურე დააკავა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 20 ოქტომბერს გაზეთმა „ცნობის ფურცელმა“ დაბეჭდა ინგლისური პრესის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 19 ოქტომბერს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალ-მაიორი ტიხანოვი შავიზღვისპირეთის გუბერნატორად დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 18 ოქტომბერს ნასვამმა გიორგი კუხიაშვილმა სუმბათოვის ქუჩაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ალექსანდრა ლუკიანოვისა დანით დაჭრა. ქალი გარდაიცვალა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 18 ოქტომბერს სასახლის ქუჩაზე ცხენის რკინიგზის კონდუქტორმა ალექსანდრე ტოლინსკიმ მგზავრ სოფია მეკლერს სილა გაარტყა. კონდუქტორი პოლიციამ დააკავა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 18 ოქტომბერს ხვედურეთიდან რუისში მიმავალი სოლომონ მღებრიშვილი და პეტრე გოგინაშვილი ბორანზე არ ავიდნენ და მტკვრის გადაცურვა სცადეს. ნასვამი მღებრიშვილი წყალმა წაიღო და დაიხრჩო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 18 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ, როგორც თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარემ, რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან გადასახადებისა და წაგების ბალანსების შესახებ წერილი მიიღო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ, როგორც თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარემ, რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან ბანკის შესახებ მოსულ შენიშვნებზე პასუხი დაწერა. ის მოითხოვდა ხელახალ რევიზიას, რომელიც დეტალურად შეისწავლიდა ბანკის ყველა მოქმედებას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისიდან გამგზავრების სამზადისში მყოფ პრინც კონსტანტინე ოლდენბურგს ქუთაისელებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართეს.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 16 ოქტომბერს ხანდისში იაგორ გურიშვილის ცოლმა თავი ჩამოიხრჩო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ ერთი თავის ალექსანდრე ნიკიტინისეული თარგმანი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში ქუთაისის საოლქო სასამართლოში 1895 წელს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების საქმე განიხილეს. პროცესის თავმჯდომარე იყო ლიტოვჩენკო, პროკურორი კი – ჟუკოვსკი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ ბარბარე ავალიშვილისა ლიდიას როლს ასრულებდა, ხოლო ბარამიძე – აკულინას.