რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ავტორობა
1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ თონეთის სკოლას სწავლის დამთავრებამდე მოაკლდა მოსწავლეები: 10 მოსწავლე სრულიად გავიდა, ან სამუშაოდ გავიდა მარტის პირველ რიცხვებშივე. I განყოფილებიდან გავიდა 7 სრულიად, 3 ავადმყოფობის გამო და დანარჩენი დედის დასახმარებლად. II განყოფილებიდან – 2 სრულიად გავიდა და 3 სამუშაოდ, III განყოფილებიდან – 1 გავიდა სამუშაოდ. მაისში სკოლაში დადიოდა მხოლოდ 35 მოწაფე: I განყოფილებაში – 15, II განყოფილებაში – 17 და III განყოფილებაში – 3.
1897
ტიპი: ღონისძიება
1896-97 სასწავლო წლის ანგარიშში (მაისი-ივნისი) მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ 10 ივნისს სოფელ თონეთის სკოლა დაათვალიერა ალექსანდრე გარსევანიშვილმა. რევიზიის დროს სკოლაში გამოცხადდა 26 მოსწავლე, 10 ვაჟი და 16 ქალი, 1-ლი განყოფილებიდან – 10, მე-2 განყოფილებიდან – 13, მე-3 განყოფილებიდან 16 მოსწავლე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის აპრილში სოფელ თონეთის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლე ვანო ლონდარიძე სკოლიდან გავიდა გუთანზე მუშაობის გამო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე თებრო ბეჟაშვილი თვალების ტკივილის გამო სკოლიდან გავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ივნისამდე სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე ოლღა ბეჟაშვილი ჭლექით ავადმყოფობის გამო სკოლიდან გავიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ივნისამდე სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე დარია ბერუაშვილი სკოლიდან გავიდა ოჯახის დასახმარებლად (ბატების მოსავლელად).
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის მარტში სოფელ თონეთის სკოლის 1-ელი განყოფილების მოსწავლე დიმიტრი მანველიძე ავადმყოფობის გამო სკოლიდან გავიდა.

