საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92171

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს შაქრო მიხეილის ძე საფაროვი ნაძალადევის თეატრის რეჟისორად მიიწვიეს.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს იოს. დარეხველიძე ნაძალადევის თეატრის დასის წევრი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს ივ. ბეჟუაშვილი ნაძალადევის თეატრის დასის წევრი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის გაზაფხულზე ნაძალადევში გრიგოლ ჩარკვიანის მეთაურობით მუდმივი წარმოდგენების გასამართად ამხანაგობა შედგა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 წლებში თედო სახოკიას წერილებს მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის ცნობილი ქომაგი და რუსეთში გავლენიანი პირი, ნიკოლოზ დურნოვი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 წლებში ნიკოლოზ დურნოვი სოხუმის ეპისკოპოსის თავხედობას ამხელდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 წლებში ნიკოლოზ დურნოვი სოხუმის ოლქის მორწმუნე ქართველობას გულშემატკივრობდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898-1900 წლებში საქართველოს ეკლესიის ქომაგი ნიკოლოზ დურნოვი რუსეთში გავლენიანი პირი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898-1900 წლებში თედო სახოკიასა და მისი მეგობრების პროტესტი სოხუმის ეპისკოპოსის განუკითხაობის წინაამღდეგ უყურადღებოდ რჩებოდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წელს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლიდან ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ვახტანგ ღამბაშიძემ აკაკი წერეთელს ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ დაბა ზესტაფონში გადატანა ურჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თევდორე კიკვაძემ ჟურნალთან „აკაკის თვიური კრებული“ თანამშრომლობა შეწყვიტა, რადგან ჟურნალის რედაქცია დაბა ზესტაფონში გადავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თევდორე კიკვაძე გურიაში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თედო კიკვაძე კერძო გაკვეთილებს ატარებდა ოზურგეთში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თედო კიკვაძე ოზურგეთში დასახლდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს გურიაში დაბრუნებულ თევდორე კიკვაძეს არ სურდა სახელმწიფო სამსახურში შესვლა, ამიტომ კერძო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი სინოდმა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წელს პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, რუსეთის მუშათა წრეებსა და ინტელიგენციაში, კერძოდ სტუდენტობაში, განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიამ და პარმენიც მოწინავე სტუდენტობასთან ერთად ბრძოლაში ჩაება.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძე ხარკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა, უკვე გარკვეულად მარქსისიტი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

მუშა დავით ჩუთლაშვილი 1898 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ვარდენ წულუკიძეს შტაბს-კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1898

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1898 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.