რეგისტრირებული ფაქტები87221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა რგანის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე ვასილ ილარიონის ძე მგელაძემ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა სოფლის მასწავლებელმა ნინო ამირანის ასულმა ბეგიშვილმა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 9 სექტემბრიდან თბილისის მაზრის მილიციის უფროსის თანამდებობის დროებით შესრულებას იმავე მაზრის მილიციის უფროსის თანაშემწე, კ. მ. დანელია შეუდგა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ აპრილს ბათუმიდან სამტრედიისკენ მიმავალი ეშელონის შემადგენლობა: არჩილ ფურცელაძის 90-კაციანი პარტიზანული რაზმი და 4 ტყვიამფრქვევი, ვასილ კარგარეთელის ბატარეა და 6 ზარბაზანი, შორაპნის მუშათა 84-კაციანი რაზმი ინჟინერ კუკური ხუნდაძის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ნოემბერს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის კანონპროექტის შემუშავების საკითხი. საკონსტიტუციო კომისიას ჰქონდა გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც განხილვის შემდეგ პარლამენტისთვის თავისი სახელით უნდა წარედგინათ.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს, ცხენოსანთა დივიზიისა და პირველი ცხენოსანთა ათასეულის შეერთების შემდეგ, დიმიტრი ჟლობამ ქაქუცა ჩოლოყაშვილს სარდლობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ჩოლოყაშვილის რეკომენდაციით ჯარის სარდლად ფრიდონ წულუკიძე დაინიშნა.
1924
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1924 წელს, ჯარიდან წასვლის შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი საშა გეგეჭკორს თბილისში რამდენჯერმე ესტუმრა და მასთან დარჩა კიდეც.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი დაიბადა 1898 წლის სექტემბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ყანდაურაში.

