საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92171

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე განიხილეს პეტერბურგში მყოფი ქართველი სტუდენტების თხოვნა, გამგეობას გაეგზავნა მათთვის სიით წარმოდგენილი წიგნები იმ ფასად, რა ფასადაც თავად გამგეობას ჰქონდა აღებული სხვისგან და ასევე საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები ფასდაკლებით. გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა სტუდენტების თხოვნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 33-ე სხდომაზე წაიკითხეს ახალციხის მაზრის უფროსის თხოვნა, მისთვის გაეგზავნათ ალიოზ შიხინოვის გადაცემული თანხის, 144 მანეთის, ქვითარი. გამგეობამ მას ქვითარი გაუგზავნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 33-ე სხდომაზე ალიოზ შიხინოვმა გამგეობას თხოვნით მიმართა, საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტებისთვის გასაგზავნად მარიამ დემურიასთვის 5 თუმანი გადაეცათ იმ ფულიდან, რომელიც შემოუვიდათ აბასთუმანში გამართული ღონისძიებიდან. გამგეობამ შიხინოვის თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გიორგი იოსელიანის მიერ გადმოკეთებულ „ვეფხისტყაოსანს“, რომელსაც გამგეობა ბეჭდავს, უნდა დამატებოდა შემდეგი სურათები: თამარის დაგვირგვინება, საბოძვარის გაცემა, ტარიელი წყლის პირას, ტარიელისა და ავთანდილის გაცნობა და ა. შ. გამგეობამ მდივანს დაავალა ბეჭდვის დროს ჩაემატებინათ სურათები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომაზე ანასტასია ერისთავმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, რომლიდანაც ამოიღეს 9.90 მანეთი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალიოზ შიხინოვმა საზოგადოებას მოახსენა, რომ ავჭალაში ბიბლიოთეკის გახსნა ვერ მოხერხდა და ამ საქმისთვის გამოყოფილ თანხას გამგეობის განკარგულებაში დატოვებდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 ნოემბერს გაიმართა „საბაღოსნო საზოგადოების“ კრება, რომელზეც ნ. ნ. სპეშნევმა წაიკითხა მოხსენება კავკასიაში ბლეკროტის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ ბლეკროტი ნამდვილად იყო საქართველოს ტერიტორიაზე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 ნოემბერს გიმართულ საბაღოსნო საზოგადოების კრებაზე ნ. ნ. სპეშნევმა წაიკითხა მოხსენება კავკასიაში ბლეკროტის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ ბლეკროტი ნამდვილად იყო საქართველოს ტერიტორიაზე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 ნოემბრისთვის მ. პ. სოლოვიოვი პეტერბურგში უნდა დაბრუნებულიყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 ნოემბერის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კონსტანტინე დუმჩევი თბილისში ჩამოსვლას და კონცერტების გამართვას აპირებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 16 ნოემბერს თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლმა მნათედ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე აირჩია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ბიკოვმა ქალაქის გლეხთა მამასახლისს ქალაქის გლეხთა დეპუტატების ხელახლა არჩევა უბრძანა, რადგანაც პირველი არჩევნები უკანონო იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელეები, ე. ლ. ვედენეევი, შაიკევიჩი და გრიგორიევი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნებას გეგმავდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბერს სამოგზაუროდ წასული თეოდორ ბიკოვი თბილისში ბრუნდებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში მიიღეს გიორგი ივანეს ძე ბადრიძის მიერ შედგენილი წიგნი „შავი ჭირი“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით სარდიონ დალაქიშვილს მადლობა გადაუხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის ძველი ნივთების შეწირვისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით გაბრიელ ბარნაბაშვილს მადლობა გადაუხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმისთვის სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერი საეკლესიო თხზულებების გადაცემისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი აბასთუმნიდან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სოფელ ცხინვალში დროებით მცხოვრებმა თბილისელმა გიგუცა არუთინოვმა თავისი მამა დანით მძიმედ დაჭრა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მ. პ. სოლოვიოვი ბეჭდვითი საქმის მთავარი მმართველობის გამგე იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ დედოფალის დაბადების დღისთვის აბასთუმანში გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი და სხვა საპატიო პირები ჩავიდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ შუშის მაზრის უფროსი, აბხაზი თავისი თხოვნით სამსახურიდან დაითხოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფ. ცხინვალის დროებითმა მცხოვრებმა თბილისელმა გიგუცა არუთინოვმა მამა დანით მძიმედ დაჭრა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 ნოემბერს ქუთაისში არქიმანდრიტმა ბენიამენმა სასულიერო სემინარიის ეკლესია აკურთხა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 ნოემბერს ქართულ დრამატულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ჟან-ბატისტ მოლიერის თხზულება „სკაპენის ცუღლუტობა”, რომელიც აკაკი წერეთელმა თარგმნა.